რუსეთის გენერალურ შტაბსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ნდობის დაკარგვამ შესაძლოა, აფეთქება გამოიწვიოს. ამის შესახებ ევროპის კონტინენტზე აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გახდება ახალი მეთაური რუსეთის ფედერაციაში, რადგან რუსული არმიის პრობლემები იმდენად ღრმა და სისტემურია, რომ ახალი ლიდერი ამას რამდენიმე კვირაში ან თვეში ვერ გამოასწორებს.
„კორუფცია, საჰაერო ძალებს, სახმელეთო ძალებსა და საზღვაო ძალებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა, წარუმატებელი ლოგისტიკური სისტემა. ეს ყველაფერი ისეთი საშინელებაა, ვინც არ უნდა გახდეს მეთაური, ის ამას ვერ გადალახავს. რა განსხვავებაა მათ შორის. ახალი მეთაური? ვფიქრობ, ის გააგრძელებს ამა თუ იმ ტიპის სასტიკ ტაქტიკას და რაც უფრო მალე დაამარცხებენ, მით უკეთესი“, – შეაჯამა ჰოჯესმა.