ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

16 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, ახალქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა,  რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა. დაშავებული ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„შემოიყვანეს 22 წლის ბიჭი, იყო უგონო მდგომარეობაში, ფაქტობრივად გარდაცვლილი. მალევე დაფიქსირდა გარდაცვალება. დაახლოებით 04:00 საათზე ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ალექსანდ თოროსიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share