ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე წერს. მისი თქმით, მელია ხელისუფლების „მაშველი რგოლია“.
„ცხელი შემოდგომაო“ მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა – მელიამ დააანონსა. „ცხელი“ არა და „მწარე“ – ჯოჯოხეთური შემოდგომა კი დაგვიდგა. (აბა მოუხმე ახლა შენს „ტროლ-ბოტებს“, ნიკა, იქნებ ბიძინას – „ოცნების“ ბოტებს ამ „შეჯიბრში“ მაინც აჯობო“, – წერს ჩარკვიანი.
პოსტის კომენტარში კი ჩარკვიანი აღნიშნავს:
„ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც არ იბრძვის და აძინებს პროცესს, ის ოპოზიციონერი და მით უმეტეს ლიდერი არ არის -აღარ არის, ის „მაშველი რგოლია“ უკვე (ნებსით თუ უნებლიეთ) ხელისუფლების“.