უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი წალენჯიხაში, მშობლიური სახლში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი სამეგრელოში, წალენჯიხაში, მშობლიური სახლში გადაასვენეს. ქართველ მებრძოლს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

პროფესიონალი სამხედრო უკრაინის არმიაში 2104 წლიდან მსახურობდა, იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. ის 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.

ის უკვე მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში პუტინის ომს ემსხვერპლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share