ოზურგეთის მერიის სამხედრო განყოფილების ყოფილი უფროსის, ამჟამად წინასწარპატიმრობაში მყოფი, ილია ლეჟავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა-ის ე.წ. “გლდანის” საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” დაკავებულის გარემოცვიდან აცნობეს.
არსებული ინფორმაციით, ლეჟავას გულის პრობლემები აქვს, რის გამოც ის, გარკვეული დროის განმავლობაში კლინიკა “ვივამედში” მკურნალობდა.
როგორც გვატყობინებენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ილია ლეჟავა მიმდინარე წლის დასაწყისში, სუსის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დააკავა და მას ბრალი ქრთამის აღბაზე წაუყენა.
გამოძიება ლეჟავას რამდენიმე მუხლით ედავება.
თბილისის საქალაქო სასამართლო0მ ლეჟავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ლეჟავა ოზურგეთის მერმა თანამდებობიდან დაითხოვა, რის გამოც ლეჟავამ ამ უკანასკნელს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში უჩივლა.
ლეჟავა “გურიის მოამბესთან” საუბარში აცხადებდა, რომ გადაყენებამდე ოზურგეთის მერი მას განცხადების დაწერას და თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებას აიძულებდა.