“ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს”-კობახიძე

“ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც რაღაცაზე მეტი ფინანსური რესურსი და პოლიტიკაზე გავლენა აქვს. თუ ჩვენ ამ კრიტერიუმებს გავყვებით, მაშინ გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. ის არ არის ოლიგარქი არც უკრაინული კანონის მიხედვით და არც ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით […] ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს და მათ ეს არ მოსწონთ, იმიტომ რომ ესენი არიან უსამშობლო ადამიანები და სწორედ ეს არის მათთვის პრინციპულად მიუღებელი […] 2004-2007 წლებში ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა როგორც შესაბამისი ფინანსური რესურსი, ასევე პოლიტიკაზე გავლენაც კი. წარმოიდგინეთ, მინისტრებს უხდიდა ხელფასებს, მაგრამ მაშინ ის ოლიგარქად არავის მოუხსენიებია. ამის მიზეზი მარტივი იყო. მაშინ შესაბამისი პოლიტიკური ინტერესი არ ჰქონდათ. ხოლო როგორც კი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პროცესების მონაწილე გახდა, მათ მასზე შეტევა დაიწყეს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share