სალომე ზურაბიშვილის სურვილს, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გადაიხედოს, “ქართული ოცნების” დეპუტატები არ იზიარებენ. ირაკლი ზარქუა მოლდოვაში მყოფ პრეზიდენტს თბილისიდან უხსნის, რომ საქართველოში ჩამოსული რუსების ფილლტრაცია ხდება და ახალი შეზღუდვები საჭირო არაა.
დეპუტატი ასევე, გააზრდილ მიგრაციას მხოლოდ დადებითი კუთხით უყურებს. ხელისუფლება თვლის, რომ ეს ეკონომიკისთვის დამატებითი სტიმულია.
ხელისუფლებსი შესაბამისი სტრუქტურები, როგორც შსს, ასევე უსაფრთხოების სამსახურები, მუშაობენ შესაბამისად, ფილტრაცია აქვთ შესაბამისი, აქედან გამომდინარე, არ საჭიროებს გადახედვას. შესაბამისად, ის, რა რეჟიმიც გვაქვს ჩვენ რუსეთთან მიმართებაში, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებში. მანდ არის უამრავი ჩვენი ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები ჯერჯერობით რუსეთის, რომლებიც გადადიან-გადმოდიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ამის საჭიროება დადგა, ჯერ ვერ ვეხდავ, ამაზე იქნება მსჯელობა, – თქვა ირაკლი ზარქუამ.
ამავე აზრს იზიარებს არჩილ თალაკვაძეც.
ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არა ერთხელ დავაფიქსირეთ. ჩვენს ვიზიტორებს, მათ შორის, რუსეთიდან, იმ საერთაშოიროს წესების და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში განვიხილავთ. შესაბამისად, საზღვარზე ხორციელდება კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქმედებს რეჟიმი, რომელიც დღეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული. რაიმე ცვლილელები ამასთან დაკავშირებით, ახალი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, – ამბობს თალაკვაძე.