ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია მიიჩნევს, რომ თბილისის მერი, კახა კალაძე უნდა გადადგეს.
“პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ აეღო მიშას და მის ჩინოვნიკებს ოდესმე რაიმეზე, დაბრუნდებოდნენ ძალიან მარტივად.
დროს მისი კუდისმქნეველები: მიშაარუნდაგადადგეს!
აღმოჩნდა, რომ მტერი ვერ გაუკეთებდა, ისეთი საქმე გაუკეთეს.
ახლა კალაძეს მხოლოდ მტერი თუ ეტყვის: არ გადადგეო, ან პირადად დაინტერესებული რაიმე სარგებლით.
როგორ ვერ უნდა მიხვდე?!
როგორ ვერ უნდა აჩვენო ერთხელ მაინც მაღალი პოლიტიკური კულტურა და პასუხი აგო.
ვინ ამბობს, რომ კალაძეს უნდოდა ასე მომხდარიყო? ვინ ამბობს, რომ ეს არაა მისთვისაც ტრაგედია? სწორედ, ტრაგედიის აღქმის პროპორციულია პასუხიმგებლობის აღება.
რად გიღირთ ეს სკამები მართლა? რაის ნაცს გაეხარდება? ნაცს ახლა სწორედ ის გაუხარდება, რომ არ გადადგეს და გასრისოს ამ ტვირთმა.
ბიძინას გარეშე ვერც მიდიხართ მართლა? გადავირიე. ეს რა სკამის და ერთი კაცის მონობაში ხართ. თუნდაც ეს დაასრულეთ, გაბედეთ ერთხელ”, – წერს ჯანაშია.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა.