დიმიტრი ტატიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ”კვირის პალიტრასთან” საუბრობს. არსებული ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განწყობილი მსახიობი საკუთარ პოზიციას არასდროს მალავს:
„უბედურებაა, რომ ჩვენს დღევანდელ მთავრობას რუსეთი მტრად არ მიაჩნია. პირიქით – ხელისუფლებაში მათი ყოფნის მთავარი გარანტიაა რუსეთი. ბიძინა არის პუტინის “შნირი” და დღევანდელი მთავრობის წევრები, არიან ბიძინას “შნირები”. საქართველოში გვყავს კაცის კაცის კაცების რუსული მთავრობა. ჩვენ ნორმალური ქვეყანა არ გვაქვს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს მიტაცებული სახელმწიფოა.
ნორმალური ქვეყანა რომ ვყოფილიყავით, ასეთივე მთავრობით, თავიდანვე უნდა დაწესებულიყო მკაცრი რეგულაციები და საზღვარზეც უნდა ყოფილიყო ფილტრი. რუსებს შეუძლიათ, ჩვენს ქვეყანაში 360 თუ 365 დღე გაატარონ, ანუ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელსაც საქართველოს მეხუთედი აქვს ოკუპირებული, ისე შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, რომ ვიზა არ სჭირდებათ. ეს უპრეცედენტო, ძალიან კაპიტულანტური და ლაჩრული დამოკიდებულებაა. სხვადასხვა ციფრი მესმის, მაგრამ, როგორც ვიცი, საქართველოში დღემდე 400 ათასამდე რუსია შემოსული.
დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი უკრაინაში დიდ ფიასკოს განიცდის. უკრაინა რუსეთს დააჩოქებს და ბეჭებზე დადებს, მთელი მსოფლიოს დახმარებით. შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ, ჩვენც გვეშველება. რუსეთის მიერ ნაკვები ხელისუფლებები, მათ შორის ჩვენი, დასუსტდება და, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა გაქრება.” – აცხადებს თათიშვილი.
კვირის პალიტრა