არავინ არაფერს არ ამბობს“ – საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც უცვლელია, თუმცა ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის მისი დიაგნოზი არ იცის.
მისი თქმით ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება სიცხეები.
„სიცხეები აქვს, მე არ ვიცი რა არის მიზეზი, ჩემის აზრით რაღაც ანთებადი პროცესებია. ყველაფერი გაესინჯა, სისხლის ანალიზებს უკეთებენ, არავინ არაფერს არ ამბობს, ვიცი რომ არსებობს რამდენიმე ადამიანის დასკვნა, თუმცა ის ჩემამდე არ მოსულა“, – განაცხადა ალასანიამ.