ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო ჯგუფის “ევროპული სოციალისტების” წევრმა დავით ზილფიმიანმა პარტია დატოვა. ამის შესახებ დავით ზილფიმიანი სოციალურ ქსელში წერს.
ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა, განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით.
ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს.