სოფელ ბუკნარშიშეკრებილი მუსლიმი მოასახლეობა, სოფლის გამგებლის დავით კვაჭანტირაძის და სკოლის დირექტორის, მარინა გოგიშვილის გადადგომას ითხოვენ.
ამ წუთებში, ამ თემასთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკება ადგილობრივ ხელისუფლებასა დააქციის მონაწილეებს შორის
შეგახსენებთ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება გუშინ დაიწყო, დღეს დილიდან მუსლიმი თემის წარმომადგენლები და მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი სოფელში სხვადასხვა ლოკაციაზე აქციას მართავდნენ.
მუსლიმი მოსახლეობა სოფელში მეჩეთის მოწყობასა და ლოცვის ჩატარებას ითხოვს, მართლმადიდებელი მოსახლეობა კი სოფელში მეჩეთის გახსნის წინააღმდეგია.
მსგავსი სტატიები
- 94
- 94
მუსლიმი თემის წარმომადგენლები, სოფლის სკოლის დირექტორს, თინათინ კაცაძეს პროვოკაციებში, შანტაჟში და მუსლიმი თემის შეურაცყოფაში ადანაშაულებენ და მის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. ბუკნარში მცხოვრებ მუსლიმი თემ თემს ამ ეტაპზე სამი მოთხოვნა აქვს: 1 მათ თემს მიეცეს სოფელში მეჩეთის მოწყობის და ლოცვის საშუალება. 2 გაანთავისუფლდეს სოფლის სკოლის დირექტორი თინათინ კაცაძე თანამდებობიდან 3 დაისაჯონ…
- 94
ამ წუთებში ბუკნარში მუსლიმთა დიდი ჯგუფი სოფლის ცენტრისკენ მიემართება, სადაც ქრისტიანები არიან თავმოყრილნი. პოლიციამ მათ გზა სოფლის შესასვლელში გადაუკეტა და არ აძლევს გადაადგილების საშუალებას, მიმდინარეობს მოლაპარაკება პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. შეგახსენებთ, დილიდან სოფელ ბუკნარში მუსლიმი მოსახლეობა თავიანთ სამლოცველოსთანაა შეკრებილი. ისინი სოფელში მეჩეთის მოწყობას ითხოვენ, რასაც ადგილობრივი მაღთლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.…
- 94
სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტს, ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, ოზურგეთი საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება: "სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებსა და სისხლიან დაპირისპირებაზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ შეჰპირდნენ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მეჩეთის მშენებლობაში მხარდაჭერას. ესენი იყვნენ ,მერი…