“წადი, წადი” – ბუკნარიდან გუბერნატორი შეძახილებით გამოაძევეს

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანულ და მუსლიმ მრევლს შორის რელიგიურ საფუძველზე დაწყებული დაპირისპირების გამო ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში ჩასული გუბერნატორი ადგილიდან შეძახილებით გამოაძევეს.

ზურაბ ნასარაიამ აქციის მონაწილეებს სთხოვა, რომ მოლაპარაკებები დაეწყოთ და სიტუაცია მშვიდ “მოდი შევჯერდეთ ერთ რაღაცაზე, მინდა გელაპარაკოთ იმ თემაზე, რაც თქვენ გაწუხებთ და მოვიფიქროთ ერთად როგორც დალაგდეს და მოგვარდეს სიტუაცია. ჩვენი მთავარი ამოცანა დღს არის ის, რომ როგორც აქმდე ცხოვრობდით აქ მშვიდადისე გავაგრძელოთ. თუ აქ იყო ვინმეს ჩარევა ისეთი ფორმით, რამაც თქვენი გაღიზიანება გამოიწვია, იმ მხარესაც უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენ ძმები ვართ, წლებია ერთად მოვდივართ და გასაყოფი არაფერი არ გვაქვს”-გუბერნატორის ამ მიმართვას აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა და მას ადგილის დატოვება მოსთხოვეს შესახილებით” წადი”.

“ლაივებში ერთობა ხალხი და გვლანძღავს და ეს ვერ მოაგვარეთ, ამხელა კაცი ხართ და აქ არაფრის გამო რომ მოხვედით, არ გვაინტერესებს ახლა რას ამბობ, წადი საერთოდ აქედან, წადი”-მიმართეს გუბერნატორს ადგილზე შეკრებილებმა.

როგორც “გურიის მოამბესთვის” არის ცნობილი, ბუკნარში ამ წუთებში მშვიდი სიტუაციაა, თუმცა, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ადგილზე რჩებიან ასევე პოლიციის წარმომადგენელები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share