მერის პასუხისმგებლობა აშკარაა, დაკავებულთა სპექტრი სისტემურ დანაშაულზე მიანიშნებს – გია ხუხაშვილი

“მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა” – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი,ვაკის პარკის საქმეზე 9 პირის დაკავებას.

მისი შეფასებით, დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე:

ქართულ “სამართალში” არსებობს ასეთი ცნება – “დაკავება შეთანხმებით”. ანუ, შეთანხმებით იჭერ ვიღაცას იმ პირობით, რომ მღელვარება რომ გადაივლის, ნელ-ნელა “ქვეშიდან გამოაძვრენ” და ამას აკეთებ მთავარი პასუხისმგებელი პირის გადასარჩენად, როგორც ეს გირგვლიანის მკვლელების მიმართ განხორციელდა, ორგანიზატორის და დამკვეთის დასაფარად.

ამიტომ, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება…

მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა, რადგან დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე. სისტემაზე კი მთლიანობაში ცალსახად მერია პასუხისმგებელი და უკვე არა მარტო პოლიტიკურად. იკვეთება “სამსახურებრივი გულგრილობის” კვალიფიკაცია”- წერს ექსპერტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share