“აღარ გახსოვთ რა კოშმარული 9 წელი გამოვიარეთ?”

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის, ამის შესახებ ოლიგარქმა ჯერ ვრცელ წერილში ისაუბრა, შემდეგ კი პირველი არხის ეთერში.

როგორ აფასებენ ცნობილი სახეები მის გადაწყვეტილებას, რომლებიც მისი და მისი გუნდის გულმხურვალე მხარდამჭერებად ითვლებიან, ამაზე რეჟისორი ქეთი დოლიძის შფასება ასეთია:

” იცით რა, მე რა თქმა უნდა ერთპირობნულად ვუჭერ მხარს “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავისი საქმიანობით, თავისი კაცობით, თავისი ვაჟკაცობით თუ გინდათ იყო იმის გარანტორი, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა ამ ქვეყანაში და რა, არ შეიცვალა? არ გახსოვთ რა კოშმარული 9 წელი გამოვიარეთ? მე მახსოვს და იმედია საზოგადოებასაც ახსოვს. მე 2012 წელს შემოვიარე უამრავი სოფელი და ვესაუბრებოდი ხალხს იმაზე, რას მოგვიტანდა ახალი ხელისუფლება და ახლაც რომ დასჭირდეს “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ გავაკეთებ ამას”-აცხადებს დოლიძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share