ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი თბილისის მერის, კახა კალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.:
„ის პიარკამპანია, რასაც ორი დღეა თბილისის მერი ეწევა, ძალიან ვწუხვარ და არის გულისამრევი.
აი, სხვის მაგივრად რომ შეგრცხვება, ისეთი“, – წერს მეტრეველი.
ცნობისთვის, კახა კალაძემ გუშინ ვაკის პარკის მებაღე, დევი მეზურნიშვილი მოინახულა და მასთან ფოტოები გადაიღო, ხოლო დღეს შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ 13 წლის ლაზარეს ესტუმრა და მას ბურთი და მაისური აჩუქა.