ხშირად ხელისუფლება პიარზეა ორიენტირებული – ლომჯარია ვაკის პარკის ტრაგედიაზე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს:

“როგორც სახალხო დამცველმა, საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება და საჯარო სივრცეებით სარგებლობა, ესაა კონსტიტუციით აღიარებული უფლება და გულისხმობს, რომ ყველა საჯარო სივრცე უნდა იყოს უსაფრთხო. ძალიან ხშირად ხელისუფლებას თუ თვითმმართველობას, ვინც ახორციელებს ხოლმე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეს ავიწყდებათ და ისინი ორიენტირებულნი არიან დროულად გახსნაზე, პიარზე და ა.შ. მაშინ, როდესაც ამოსავალია ის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, არ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა დაზიანებები, მით უმეტეს, სიცოცხლისთვის საშიში არ უნდა იყოს საჯარო სივრცეები. როგორც ხედავთ, ეს ზედამხედველობა არის ფიქტიური” , – აცხადებს ლომჯარია ტვ პირველის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share