ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია მერის ავთანდილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.
ოზურგეთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს, პოლონეთის ქალაქ ტარნოვსკი გორაში ქალაქის მერს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ, სადაც კულტურის, ეკონომიკის, ახალგაზრდული პოლიტიკის და ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შემუშავდება თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ოზურგეთსა და ტარნოვსკი გორას შორის სამომავლო ურთიერთობების ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავს.