“ქართული ოცნების” ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ პიარი აქვთ ნულზე, ნულზე. არაფერს არ ამბობენ რაც გაკეთდა ამ წლების მანძილზე” – ამბობს ტვ “პირველის” ეთერში რეჟისორი ქეთი დოლიძე და მმართველი გუნდის იმ დამსახურებებზე საუბრობს, რაც ხალხმა ჯერ არ იცის.
“ხუთი მილიონი კი არა, ათჯერ ხუთი მილიონია დახარჯული სოფლის მეურნეობაში. ძალიან ბევრ სოფელში ვარ ნამყოფი არჩევნების მერე და გლეხებს ვეკითხები, რა გაკეთდა, რამე არ დაიხნა? არ გალამაზდა? არც ერთ სოფლის მაცხოვრებელთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს. რატომ არ უბრუნდებიან სოფლებს ის ხალხი, ვინც ახლა ელიავას ხიდის ქვეშ არიან დაბუდებულები? რატომ არ ხნავენ მიწებს? როგორ შეიძლება, ნახევარი სოფლების ხალხი ჩამოვიდა თბილისში. მე ვრჩები მაინც “ოცნების” მხარდამჭერად. მე არ მგონია ბიძინა ივანიშვილმა ის თქვა გუშინ, რომ არ იქნება ოცნების მხარდამჭერი. სხვანაირად უნდოდა ეთქვა. ალბათ ის, რომ არ ჩაერევა მათ საქმიანობაში და ეს ასე იქნება, რადგან ის სიტყვის კაცია და ასრულებს იმას, რასაც ამბობს”-აღნიშნა რეჟისორმა.