ორგანიზაცია “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, სადაც საუბარია თუ რა ხდება ნაგომარში, კარიერებთან დაკავშირებით: “გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”-მ დააფიქსირა კარიერული წარმოება მდინარე სუფსაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ.ქვემო აკეთის ტერიტორიაზე(ნაგომრის გზიდან აქვს ამ კარიერს ჩასასვლელი). ლიცენზიის მფლობელია შპს “გზამშენი”, ლიცენზიის N 1004295 რომლის წარმოებაც ერთი წლის წინ შევაჩერეთ.
ლიცენზიის მფლობელმა გაუფორმა ვითომ ხელშეკრულება შპს “ვექტორს,”რომელმაც უნდა მოიპოვოს 7 ათასი კბმ ბალასტი და შეაქვს გორაბერეჟოულის სატეხზე.
ძლივს მივაღწიეთ კარიერამდე. გამოვიძახეთ გარემოს დაცვის სამსახური, შევაჩერეთ წარმოება დოკუმენტაციის წარმოდგენამდე.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია არაა იურიდიული დოკუმენტი რომელიც წიაღის მოპოვების უფლებას მისცემს შპს “ვექტორს”. მივეცით ორი დღის ვადა და თუ დოკუმენტაციის სრულ პაკეტს არ წარმოგვიდგენენ წარმოებას შევაჩერებთ, როგორც არაკანონიერ ქმედებას.
ბატ.მეგრელაძეს, ლიცენზიის მფლობელს ჰგონია რომ გაგვაცურებს?
წიაღის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვის დეპარტამენტი თქვენ ხართ ის ინსტანციები რომლებიც კომპანიებს აძლევს უფლებას ჩაიდინოს ვანდალიზმი გარემოში. ვინ როგორ იპოვებს და რა ზიანი ადგება გარემოს არც კი გადარდებთ. სისტემაა შესაცვლელი და აუცილებლად მოგეკითხებათ ამისთვის!.’-წერია განცხადებაში.