“შიში ოხერია, პუტლერ!” – რას წერს პეტრიაშვილი უკრაინის ომზე

“აბა დილა მშვიდობისა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი მოვიდა ახალი ამბებით დილიდან!
ხერსონის მიმართულებით ინტენსიური ბროლები მიდის! ჩვენები უტევენ ბერისლავზე მდინარე დნეპრის გამსწვრივ და მიკოლაევი-ხერსონის მიმართულებით! კოლაბორანტების ადმინ.რესურსი სრული შემადგენლობით თავის ოჯახებით მდინარეს არის მიმდგარი და ნავებით გადადის მარცხენა ნაპირზე!
არსებობს ვარაუდი და შესაბამისად საშიშროებაც, რომ ხერსონიდან თავისი გაქცევის გადაფარვა სცადონ კახოვკის ჰესის აფეთქებით და ქალაქის დატბორვით. ასევე შეიძლება საევაკუაციო კოლონები დაცხრილონ და ჩვენებს დააბრალონ! არ უქნიათ აქამდე თუ რა.
აღმოსავლეთ ფრონტზე ცვლილებების გარეშეა! ბახმუტს აკვდება ორკი ბუზივით, არის “ნაჩალსტვა” მათი გიჟივით .
ჩვენებმა გუშინ დრონებს ჰაერში ბრდღვნა გაუჩინეს! 90%-იან მაჩვენებელზე ავიდა ჩამოგდება! გერმანული ჰსთ ირისებიც ჩაერთო საქმეში და რაკეტებს დაერია და ჩამოყარა პანტაპუნტით!
ჩვენს ენერგოსისტემას თუ აზიანებენ, ჩვენები ურდოს საკუთარ მოსაზღვრე რეგიონებში აბნელებენ!
დრონების მიცემისთვის ამერიკა და დიდი ბრიტანეთიც ემზადება სანქციების დასაწესებლად! ევროკავშირის ელჩებმა უკვე შეათანხმეს სამიტისთვის, რომელიც დღეს და ხვალ გაიმართება!
სასოწარკვეთილი პუილოსახლისმა ოჯუპირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობა შემოიღო და თავის 8 რეგიონში განსაკუთრებული რეჟიმი დააწესა! საქმე ისაა, რომ მისი ბრძანებულებით ისე შეუძლია იმოქმედოს მოსკოვში მაგალითად საომარი მდგომარეობის კანონებით, რომ არც კი შემოიღოს ამ ტერიტორიაზე! შიში ოხერია, პუტლერ!
ბერძნებმა დაძრეს რავარც იქნა ჯავშან ტექნიკა უკრაინისკენ!
გერმანელბის დახმარებაც ფრიად შთამბეჭდავია და იტალიელებიც გამოდიან თავის წილად შეიარაღებას!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ჩამოინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს პეტრიაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share