ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მისი არასრულწლოვანი ვაჟები უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობენ. აღნიშნულის ამსახველი კადრები კადიროვმა Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, როგორ ისვრიან მისი შვილები ომში.
“ახმათი, ელი და ადამი ეწვივნენ ფრონტის ხაზს, სადაც ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინელ ნაციონალისტებთან. როგორც ჩეჩენ ჯარისკაცებს შეეფერებათ, ისინი მაშინვე საქმეს შეუდგნენ”, – ამბობს კადიროვი.
შეგახსენებთ, კადიროვის შვილებთაგან უმცროსი 14 წლისაა, უფროსი 16-ის.
აღსანიშნავია რუსეთის მიერ რატიფიცირებული გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია: ის კრძალავს 15 წლამდე ბავშვების მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, ეს ითვლება სამხედრო დანაშაულად.