რეკომენდაციები სიცოცხლისათვის…”ვიტამინები-სიცოცხლის ანბანი, რომელთა ბალანსი ხანგრძლივი ცხოვრების ჯანმრთელ დღეებს წერს”-ექიმი მარინა ტოტოჩავა

რეკომენდაციები სიცოცხლისათვის
ვიტამინები———–სიცოცხლის ანბანი, რომელთა ბალანსი ხანგრძლივი ცხოვრების ჯანმრთელ დღეებს წერს.
ვიტამინების დარღვეული ცვლები——-ტანჯვით გამოხატული და ვადით შეზღუდული სიცოცხლე.
როგორ სამედიცინო განზომილებაშიცაა აღქმული ვიტამინების მექანიზმები, იმავე დოზითაა წარმოდგენილი ჯანმრთელობის დაცვა.
და ასევე ბევრი რამ სხვა პრობლემებზეც——-
1—–შეიძლება ცილოვანი, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლები მოშლილი იყოს, არტერიების და სისხლძარღვები ს შიგა კედლებზე დალექილი შლაკები ჭარბად იყოს, მაგრამ ქოლესტერინმა ანალიზურად არ მოიმატოს, თუ თავისუფალი ანუ ონკოლოგიური რადიკალები ჭარბად არ არის ორგანიზმში. ქოლესტერინის მატება დიდი სიგნალია, რომ ორგანიზმის მეტაბოლიზმი და ფიზიოლოგია ბოლომდე მოშლილია და ძალიან უჭირს. ანუ თავისუფალი რადიკალების შემთხვევით შემცირებამ , შეიძლება ქოლესტერინის, როგორც პარამეტის დროებითი მიმალვა მოახდინოს. ქოლესტერინი როცა გამოიკვეთება ეს ნიშნავს , რომ სასიცოცხლო, ჟანგვითი რეაქციები სრული დარღვევით მიმდინარეობენ .მათ ბუნებრივ ფორმაში დაბრუნებას და რეგულაციას ადექვატური ვადები და სტადიები აქვს . სწრაფი და ხელოვნური, ქიმიური ზეწოლით გამოსწორება მხოლოდ დროებითი იქნება.
2——ფეროლის მჟავა ანტიოქსიდანტია. თავისუფალ რადიკალებს მედგრად ებრძვის. ეღობება, მათ კანის გზით ორგანიზმში შემოდინებას .ხელს უშლის კანის დაბერებას. კანს იცავს მზის მავნე გამოსხივებისგან. ხარისხიან დამცავ კრემებში ყოველთვის შედის. კანის ყველა ფუნქციას აჯანსაღებს. კუნთებს აძლიერებს. ის არის—-ვაშლში, ფორთოხალში, ყავისფერ ბრინჯში, მიწის თხილში, შვრიაში, ანანასში, ბრინჯის ქატოში. ამიტომ არის შავი ბრინჯი , თანამედროვე, მიკრობიოტიკულ დიეტაში ანუ კიბოს დროს, მაღალი დონის ნუტრიციულ, ანტი ონკოლოგიურ კვებაში. ფეროლის მჟავა თუ ნორმაა, სხვა ანტიოქსიდანტებსაც რეაციების სიტემაში-აძლიერებს. მაგალითად ,ცე ვიტამინს. მონაწილეობს კუნთის ცილის-კოლაგენის შექმნის რეაქციებში. ფეროლის მჟავას რეაქციები მოშლილია ამ დაავადებების დროს——-აკნე, დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, ვიტილიგო,ალერგიები და სხვა. კანის ph-ს ასტაბილებს.
3—-ჭამის შემდეგ მუცლის შებერილობა ,ვენების შეშუპების არეალში , ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სიცოცხლისათვის საშიში შეშუპების სახეა. რომელიც რიცხობრივად ყველაზე ხშირადაა დაკავშირებული სასიკვდილო სტატუსებთან.
4—-არითმიის წარმოშობაში, სტატისტიკურად ,ნებისმიერი ტიპის კვამლის შესუნთქვა, მიზეზების ჩამონათვალში ერთ -ერთი პირველია.
5- ევროპული შვიდწლიანი სამეცნიერო დაკვირვებების დასკვნით—— ალანინამინოტრანსფერაზის მომატების დროს, დიდ პროცენტში, ფარულად ცე ჰეპატიტი მიმდინარეობს და ანალიზურად, ძალიან ხშირად , არ გამოიკვეთება. ჩვენს პირობებში ხშირად ნახავთ ურეაქციოდ გატარებულ აელტეს ცვლილებას. ამ ანალიზს ყველა იღებს, მაგრამ , უმეტესობამ მისი მნიშვნელობა საერთოდ არ იცის. გახსოვდეთ, ალანინამინოტრანსფერაზის მომატება ღვიძლის უპირობო დაზიანებაა, თუნდაც ცე ჰეპატიტის გარეშე. დარღვეული აელტეს დამანგრეველი შედეგი, შეიძლება, 20 წლის შემდეგ ერთად დაატყდეს თავზე ადამიანს. მანამდე კი გექნება—————— ხან მცირე წნევა, ხან ალერგია ,ხან თავის პერიოდული ,მცირე ტკივილი; ხან შაკიკის ან პოდაგრას შეტევა , ტინიტუსი , თავბრუხვევა ან რომელიმე სხვა. ეს ფერმენტი არის ღვიძლის ჰეპატოციტების დაზიანების ყველაზე მთავარი მარკერი . მისი ანალიზური ცვლილებისას,ხ შირად , ღვიძლის ნორმას წერენ. არცერთი დაავადება ღვიძლის გვერდის ავლით არ ვითარდება. ღვიძლის ჭეშმარიტი დაზიანება ბიოქიმიური რეაქციების რღვევით გამოიხატება. კრებსის ციკლის მილონობით რეაქცია, განვითრების ეტაპებს ღვიძლში გადის . აპარატული დასკვნით სტრუქტურული დაზიანების არარსებობა ორგანოს ჯანმრთელობას არ ნიშნავს. აელტეს ცვლილებაზე ადექვატური დახმარება ადამიანის სიცოცხლის გარანტია. თუ ებშტეინ ბარის ვირუსი გაქვთ გადანატანი ან ა ნგინებისკენ მიდრეკილი ხართ ან ციტომეგალოვირუსია ან ნაღვლის ბუშტის პრობლემაა ან გახანგრძლივებული სუბფებრილური, პერიოდული ტემპერატურა ა ან კიდევ სხვა და აელტე შეცვლილია, თქვენ უნდა იბრძოლოდ ღვიძლის გადასარჩენად. რომლის ღრმა დაზიანება უკვე დაწყებულია. საუბარი აღარ არის ცე ჰეპატიტის ფონზე. არა თუ ცე ჰეპატიტი, არამედ თუნდაც , ბოტკინის მსუბუქი ფორმის ბავშვობაში გადატანის შემდეგ , სრულფასოვანი ღვიძლი არასოდეს არ ექნება ადამიანს. წინასწარ გამოცნობით და პროფილაქტიკით , ადამიანი სიცოცხლის ათეულ წლებს იმატებს. დაავადების ანალიზური სიგნალის გაუთვალისწინებლობის დროს , ორგანოები ნელა გვარდებიან. არცერთი დაავადება უცებ არ იწყება. ეს მეხი არ არის უცებ რომ დაგეცეს. ყველა პათოლოგიას თავისი დიდი სიგნალები აქვს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ . მართავ ღვიძლს?——–მართავ სიცოცხლის ხარისხს.
6—-როცა ჩვილი ბავშვი აქაფებს, ტრადიციულად დიდი მოძრაობაა ,კვების ულუფის შესამცირებლად და საკვების გამოსაცვლელად. მაგრამ, უპირველესად, ქალასშიდა წნევა უნდა გამოვრიცხოთ, რომლის დამახიასათებელი სიმპტომია -ჩვილებში ქაფება. წამოქაფება რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, ამ დროს კუჭის სფინქტერი განუვითარებელია რამდენიმე ცილის და ამინომჟავას დეფიციტის გამო. რაც შეეხება ქალასშიდა წნევის სასიცოცხლო მნიშვნელობას, ის ყველა ასაკში დეტალურად უკვე მექანიზმებით ავხსენი სხვა სტატიაში და უმოკლესად შეგახსენებთ. ქალასშიდა წნევის ფენომენი ჩვენს პირობებში, ხშირად, უკიდურესად გაპრიმიტიულებულია და მისი მკურნალობა მხოლოდ, შარდმდენ მედიკამენტებთანაა ასოცირებული. გარდა სტანდარტული მექანიზმისა, რა პათოლოგიური მიზეზების თაიგულიც არ უნდა ჰქონდეს ინსულტს, ბოლო წამებში , მისი დამართების მთავარი მიზეზი არის ოსმოსური დისბალანსი ქალასშიდა წნევის. რომლის ძლიერი ზეწოლა უშულოდ განაპირობებს სისხლძარღვის გახეთქვას. ამ ფენომენის არასწორი მართვა ყველაზე მეტად აზარალებს ადამიანებს. რადგან ქალასშიდა წნევის არასწორი რეგულირება და უფრო მეტიც——მისი საერთოდ უგულვებელყოფა, ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია ადამიანების გახანგრძლივებული დისკომფორტების ———ტინიტუსის, შაკიკის, თავბრუხვევების, ქრონიკული რინიტის, ღვიძლის და სანაღვლეს დაავადებების, კვებითი ინტოქსკაციების მოვლენების გახანგრძლივების, გულის პრობლემების. ვგულისხმობ დისკომფორტების არა მთავარ მიზეზს , არამედ დისკომფორტული სტატუსის გახანგრძლივებას. ანუ რომელიმე ამ დაავადების გამწვავების დროს, უფრო მეტ ხანს ცუდად ყოფნას. რამდენადაც სწორად ესმის ექიმს ოსმოსური წნევის მართვის მექანიზმი, იმდენად უფრო ჩქარა გამოდის მისი პაციენტი, მაგალითად კვებითი ინტოქსიკაციის შემდეგ თავბრუხვევის შემაწუხებელი ფენომენიდან. სამწუხაროდ, არის შემთხევევბი, როცა როგორც ლოკალური კვებითი ინტოქსიკაციების დროს ,ასევ იზოლირებული ღვიძლისმიერი პრობლემის შედეგად განვითარებულ თავბრუხვევის მკურნალობა, მხოლოდ ტვინის ანტიჰიპოქსიური საშუალებებით ხდება და არ არის გათვალისწინებული დარღვეული ოსმოსური ჰემოდინამიკა. თანამედროვე კვებითი ინტოქსიკაციები, ხშირად აღარ გამოხტებიან ღებინებით და კუჭის აშლით. ისინით სუსტი ან ძლიერი თავბრუხვევებით გვველინებიან. სანაღვლე გზებიდან პირდაპირი ინერვაციაა თავის ტვინის– მოგრძო ტვინის ნეირონებში, სადაც არის თავბრუხვევის, ღებინების და სხვა ცენტრები. პაციენტის ყველა თავბრუხვევის დროს, ექიმს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, პანკრეასი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი . მათი ნერვული წნულების რეალური ტოპანატომია და უჯრედშიდა სითხის ოსმოსური დინამიკის სასიცოცხლო დეტალები .
დილის დისკომფორტები , თავის ტკივილით და თუნდაც მცირედ მომატებული ან დაბლა დაწეული წნევით გამოხატული, ქალასშიდა წნევის და ოსმოსური დისბალანსის გამოა უფრო გამძაფრებული. ამ დისკომფორტს ქმნის, დაზიანებული ღვიძლის ფონზე ოსმოსური დეზორგანიზაციის შედეგად სწრაფად წარმოქმნილი მიკროთრომბები. იგივე მექანიზმია ტინიტუსის ხმის გაძლიერების მომენტებში. თუნდაც ,ტინიტუსის მრავალმხრივ მიზეზებში , წამყვანი—— შუა ყურის პრობლემა იყოს. დილის თავის ტკივილის დისკომფორტები , რომელიც ამიაკის და აზოტის ცვლის ქრონიკული დაზიანების შედეგია, ფერმენტ ორნითინტრანსკამილაზას და მისი ჯგუფის კიდევ სხვა ფერმენტების დარღვევის გამო, უამრავჯერ მაქვს ახსნილი. ამ მექანიზმის მოშლის გამო ,ღვიძლიდან ——-ტვინის მუდმივი ინტოქსიკაციაა და ღვიძლში წარმოქმნილი მიკროთრომბების, ტვინისკენ, უწყვეტი გადასროლა მიდის. ამის შედეგად, ყოველდღე უფრო ნადგურდება საძილე არტერიები და ტვინის ნეირონები. ირღვევა ოსმოსური ბალანსი და უფრო უარყოფითი შედეგები დგება. ასევე, ტინიტუსის მექანიზმი უფრო პათოლოგიური ხდება. აქ დასკვნა ის არის, რომ ამ მდგომარეობების დროს, ქალასშიდა წნევის მართვის მექანიზმის კონტროლის გარეშე , სასიცოცხლო პრობლემების დაზღვევა ვერ მოხდება და ადამიანი თერაპიულად, სულ უეცარი ინსულტით სიკვდილის შანსის წინაშე იქნება. ვერც კი დათვლით და წარმოდგენთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეიძლება, თუ ექიმი ახდენს, ოსმოსური წნევის დინამიკის კონტროლს.
7—-კბილების ხშირი კრაჭუნი—– უმეტესად ან შფოთია ან პარაზიტები ან კალციუმის ნაკლებობა. მაგრამ ახასიათებს ტვინის ღეროს შეშუპებას და ტვინის სიმსივნეებსაც.
8——გული ბევრს აწუხებს, მაგრამ თუ ტექნიკური მიზეზი გამორიცხულია, ორგანიზმი, დიდი ხნის კალიუმის კარგვის შემდეგ , სრულიად რომ დაკარგავს კალიუმის შეკავების უნარს ——– არითმია მაშინ იწყება. ავოკადო ბევრ კალიუმს შეიცაცს. რადგან მასში გლუტათიონია.
9—–ქიმიოთერაპია აუცილებლად დააზიანებს პაციენტს და ის ამ პროცედურას ვერ გადაიტანს, თუ დაბალი თრომბოციტების ფონზე ჩატარდება.
10——დაავადებებს და სინდრომებს თავისი მექანიზმები და მიზეზები აქვს, მაგრამ პაციენტს , არსებული მექანიზმების ფონზე, რაც მეტი აქვს აგრესია და ტკივილი, მით უფრო ჭარბად ჰყავს პარაზიტები . ტვინის ნეირონებში მცხოვრები პარაზიტების გამო, ადამიანები აგრესიას და ტკივილებს მეტად გამოხატავენ . ჭარბი პარაზიტები ჰორმონებს ააგრესიულებენ, ხოლო პათოლოგიური სოკოები —- ხასიათებში გამოვლენილ ჰორმონებს ——–ლაბილურს , არამყარს და საბრალოს ხდიან.
11——-ხშირად ვამბობ-გაუწყლოება არ არის მარტო- პირის სიმშრალე და კანის გამოხატული ექსიკოზი. შიგა გაუწყლოება ექიმმა სისხლის საერთო ანალიზიდანაც უნდა მიხვდეს. არ არის საჭირო თვალების გადმოწევა და პირის გაშრობა , ექსიკოზი რომ გამოიცნო. მედიცინის პრობლემური და ხშირი სტანდარტია——მაღალი სიცხისგან გამოწვეული შიგა გაუწყლოების უკან, ფარული ფილტვების ანთების არსებობა . რასაც ხველა არ აქვს და რენტგენზე არ ჩნდება. ინტერსიტიციური ანთება გამოცდილ ექიმს არ გამოეპარება. ის იმალება და სიკვდილის საბოლოო დასტატუსებაში, ნებისმიერი წამყვანი დაავადების ფონზე მთავარი და მუდმივი მიზეზია. ნებისმიერი დაავადებით დაავადებულს , თუნდაც კიბოს ბოლო სტადიის დროსაც, შეეძლო ბევრად მეტი ეცოცხლა, ამ ტიპის ფილტვების ანთების გამოცნობა რომ ყოველთვის შეძლებულიყო.
12——–ვერდინგ—–ჰოფმანის სინდრომი პედიატრმა ჩვილებში პირველივე დღეებში უნდა გამოიცნოს და მშობელიც დააკვირდეს. ბავშვი ტირის სუსტი ხმით . ხშირი გადაცდენაა. ეს კუნთების მძიმე დაავადებაა. ერთი წლის ასაკში ვეღარ დაჯდება და მძიმე ინვალიდობა გამოიკვეთება. სწრაფი სწორი დახმარებით მდგომარეობა გარკვეულად გაუმჯობესდება.
13—–თუ ქალს ესტროგენები ნორმის ზევით მომატებული აქვს, არის რომელიმე ან ყველა გამოვლინება——-აკნე, ყაბზობა, დეპრესია ,ლიბიდოს გაქრობა, სიმსუქნე, უშვილობა, გულის შეტევა და ინფარქტი; საშვილოსნოს და მკერდის კიბო. ესტროგენების დაქვეითება ს მენსტრუაციის დარღვევა მოყვება. თუ კაცს ესტროგენების მატება აქვს——–სქესობივი დარღვევებია, კუნთების სისუსტეა, ცხიმიანობა, ქალური ნიშნები, პროსტატის კიბო .კაცები ——— პროსტატიტის დროს მარტო ანტიბიოტიკს არ უნდა დაეყრდნონ ———-ესტროგენები გაიზომეთ. ყველაფერი ჰორმონებიდან იწყება. მითუმეტეს ასეთი სენსიტიური ორგანოების ანთებები. თუ ესტრადიოლის ნორმიდან ცდომაა——ქალს ძვალი და სახსარი ნორმაში ვერ ექნება. უზიანდება ძვალი და სახსარი და მთელი ცხოვრების წამებად ექცევა. თუ ქალს პროგესტერონი აქვს დაქვეითებული——–მუცლის მოშლის დიდი შანსი აქვს ;საკვერცხეების პოლიკისტოზი აქვს ; უნაყოფობა ექნება. ტესტოსტერონი კაცის მთავარი ჰორმონია ,მაგრამ მცირე რაოდენობით ქალსაც აქვს. თუ ქალს ტესტოსტერონის სიჭარბე აქვს, შემდეგი პრობლემებია ,რომელიმე ან ყველა—— საკვერცხეების პოლიკისტოზი, აკნე, ჰირსუტიზმი——კაცის თმიანობა ; თავის გამელოტება, ცხიმის ფენის მატება, კანის გაუხეშება, საკვერცხეს კიბო. კაცებში ტესტოსტერონის ცვლილებიდან უამრავი პრობლემა იწყება. მაგალითად, თუ ის არ დაქვეითდა დიაბეტი არ დაიწყება.
14-დეპრესიის დროს ომეგა 6 არ მიიღოთ. ის ამ დროს ჭარბად პათოლოგიურადაა მომატებული.
15-მძიმე მეტალები და თავისუფალი—– კიბოს რადიკალები გაიწმინდებიან მხოლოდ ბიოქიმიური რეაქციების საწყის—–ფიზიოლოგიურ ნორმებში დაბრუნების შემდეგ. ეს კი დაიწყება, მხოლოდ, უპირველესად ჰისტიდინის ცვლის და ყველა არეული ბიოქიმიური რეაქციის დალაგების შემდეგ.
16-ლიმფოციტების სტაბილურად ეტაპობრივი დაქვეითება, სიცოცხლის შეზღუდვის და სიკვდილის თანდათან დადგომის უტყუარი სიგნალია.
17–ნორმის ზევით მომატებული ინსულინი, სიმსივნის და მისი გამონაზარდების ინტენსიურ ზრდას აქტიურად უწყობს ხელს. დაიბალანსეთ ინსულინი. ეს ჰიპოთალამუსიდან და ჰიპოფიზის არსებული პათოლოგიური მდგომარეობის და ამინომჟავების გაანლიზებით უნდა დაიწყოს.
18——-თავის ტვინის კიბოების უმრავლესობა ძალიან ნელა , ხშირად წლები ყალიბდება . პირველ ეტაპზე გამოიხატება-მოუქნელობით, მხედველობის მცირე დაქვეითებით და თავის პერიოდული ტკივილით.
19——-სტატისტიკით და ზუსტი აღიცხვით დადგინდა, რომ ბავშვებში ძალიან ბევრი ბრმა ნაწლავის ოპერაცია ჩატარებას არ ექვემდებარებოდა .მაგრამ, რომლებიც ტყუილის რეალური მსხვერპლი აღმოჩნდნენ იმათ გაუმართლად. მსოფლიო მედიცინის დადგენილი ახალი სტანდარტით——ბრმა ნაწლავის რეალური, აუცილებლად ჩასატარებელი გართულებული ოპერაციის დროს, არსებული გადაგვარებული უჯრედები, მომავალში ლიმფომის ჩამოყალიბების მთავარი ბაზისია. ანუ ვისაც ტყუილად ამოაძვრეს ბრმა ნაწლავი—–ლიმფომა არ ემუქრება. მაგრამ, ამის გამო ემუქრება კუჭ-ნაწლავის და სანაღვლეს ქრონიკული პრობლემები.
20—–სოკოზე – სტატიაში ვრცლად ავღწერე მისი დაავადებები . მაგრამ, რადგან ბევრისთვის შეუმჩნეველი და დიდი პრობლემაა ,ზოგ, ხშირ დეტალს დავაკონკრეტებ. სისუსტეს, ემოციების გაძლიერებას ,ცრემლიანობას, განსაკუთრებით არაკამკამა ცრემლით, მარტო ჰორმონებს ნუ დააბრალით. ეს სოკოა . ქრონიკული პროცესები სოკოს გარეშე არ არსებობენ. არსებობენ კეთილი, კიბოს საწინაღმდეგო სოკოები და აგრესიული ,კიბოს მაპროვოცირებელი სოკოები . სწორედ მათი დაბალანსებაა, გამოცდილი ექიმის საქმე. სოკოს გადაწყვეტილი პრობლემა ორგანიზმში, ნიშნავს ხანგრძლივ სიცოცხლეს. კიბოს უჯრედიც სოკოს სახეობაა და ყველაზე ჯანმრთელი უჯრედების მდგრადობასაც სოკო განაპირობებს. გამოცდილი ექიმი პაციენტის მეთვალყურეობისას, ამ ბალანსზეა ორიენტირებული. კეთილი სოკო შეიცავს ორ უძლიერეს ანტიოქსიდანტს- გლუტათიონს და ერგოთიომეინს. ისინი მუდმივად ქმნიან ჟანგბადს და ენერგიას. წმენდენ სისხლს. კეთ ილი სოკოების უფრო ზუსტად ეწ ჯადოსნური სოკოების კვლევა მსოფლიო მედიცინაში ინტენსიურად გრძელდება . ჯერ ისინი ყველა, ფარმაკოლოგიურად კანონით დანერგილი არ არიან. ამიტომ ყველას გამოყენება არ შეიძლება, სანამ მათი მეცნიერული შესწავლა ბოლომდე არ მოხდება. მალე ისინი ანტიდეპრესანტებს შეცვლიან და კიბოსაც და ალცჰაიმერსაც უმკურნალებენ. რაც ბოლომდე შესწავლილია, ისინი დიდ დახმარებას გვიწევენ მკურნალობაში. მაგრამ, უზუსტესად უნდა ვიცოდეთ——-რომელი და როდის.
მთქნარება ქოლინერგული აგზნებაა და ნეირონების სარკისებური რეაქცია . აგრესიული სოკოების სიჭარბის დროს, ხშირი მთქნარება ტვინის სიმსივნის ნიშანია. პათოლოგიური, აგრესიული სოკოების სიჭარბეა ორგანიზმში ,როცა ეს ჩივილები და დაავადებებია რომელიმე ——–შფოთი, აგზნება, ჰიპოპიტუიტარიზმი, როცა ჰიპოპიფის მიერ ჰორმონების წარმოქმნის სრული ბლოკადაა ;ფსიქოზები, კომები, სოკოვანი სეფსისი , ტინიტუსი , შაკიკი, პოდაგრა, თრომბი და მისი გამოკვეთილი დაავადებები; ასევე–ეგზემა, ვიტილიგო, ფსორიაზი, ცე ჰეპატიტი და ღვიძლის სხვა დაავადებები, შეშუპებისკენ მიდრეკილება , სიმსუქნე, ქრონიკული დაავადებები, სახსრების პრობლემა, დიაბეტი, ჩიყვი და სხვა. დიაბეტი არ გამოვლინდება, თუ პათოლოგიური ტიპის სოკოს რაოდენობა ზღვარს არ გადაცდება. კანის ინფექციები და ალერგიები ხშირად უკავშირდება სოკოებს. სოკო უამრავ დაავადებას იწვევს. რომლებიც უკვე განვიხილე სოკოზე სტატიაში. მაგალითად, გავიხსენებ პულმონალურ სპოროტრიქოზს. ვითარდება შესუნთქვით. შეიძლება ,დიდი ხნის გამოუწმენდავი საპურედან შეისუნთქო. მით უმეტეს ძველი წიგნიდან ან ნესტიან პოზიციაში მდგარი კარადიდან. შეიძლება იყოს ქავილი და კანზე გამონაყარი. გართულებულ ვარიანტებში არის ხველა, ლიმფური კვანძების გადიდება, კავერნოზული კვანძები ფილტვებში .რომელიც ხან ტუბში, ხან კი კიბოში ეშლებათ
.სოკოვანი ფილტვების ანთებები პროცენტულად, სტატისტიკურად ფილტვების ანთებების 60 პროცენტზე მეტია. გამოცნობა ვერ ხდება და ფილტვის სიმსივნის ხშირი მიზეზი არიან.
სეროტონინის სინდრომი ვერ მორჩება ,თუ ექიმი უპირველესად, სოკოების სპექტრს არ დაარეგულირებს. ეს სინდრომი მარტო იზოლირებულად არ არის. ის ბევრ დაავადებას ახლავს. მაგალითად, რაღაც ხარისხში აღენიშნება, გახანგრძლივებული სუბფებრილური ტემპერატურის ადამიანებსაც . მითუმეტეს ,არის ჩიყვის დროს- ჰიპერთიროიდულ ვარიანტე ბში. ტრიფტოფანიანი საკვების ჭამის შემდეგ , ნაწლავებიდან ტრიფტოფანი —– ტვინამდე, ბევრი მაინც ვერ აღწევს. სეროტონინის ზეჭარბი პათოლოგიური დამზიანებელი რიცხვი ტვინის ნეირონებში ყალიბდება. მსოფლიო მედიცინის თანამედროვე ახალი დასკვნით ——ამას ტვინის ნეირონებში სოკოვანი ბალანსის დარღვევა და პათოლოგიური სოკოების სიჭარბე უწყობს ხელს. სოკო, თანამედროვე მსოფლიო კლასიკური მედიცინის განმარტებით , უკვე ითვლება სეროტონინის გრაფიკულ ფორმულაში, ბიოქიმურად შემადგენელ მოლეკულად. მაგრამ—————სოკოს ორგანიზმისთვის ბევრი უდიდესი სასიცოცხლო სიკეთე გააკეთებნო , თუ ის ადამიანის მკვლელად დატოვო————-ეს უკვე ექიმის-ანატომიის და ბიოქიმიის ცოდნაზეა დამოკიდებუ ლი. როგორც მართავ ორგანიზმში სოკოებს, ისეთივე ჯანმრთელობა იქნება. ისინი მკვლელებიცაა და ჯანმრთელობის გარანტებიც. მთავარია ექიმის ცოდნა და სოკოების მართვის უნარი. უფრო ზუსტად დარღვეული ბიოქიმიური რეაქციების აღდგენის უნარი. მსოფლიო მედიცინის კვლევებით და ბევრი ცდებით დადგინდა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ პათოლოგიური სოკოების დიდი სიჭარბეა ტვინში. კოვიდს, თუ გგონიათ გადაურჩით , რადგან მისით არ შეწუხებულხართ, ძალიან ცდებით. პანდემიის ეპიდემიოლოგიური მექანიზმის თერაპიული პრინციპი ეს არის——— ის ატიპურად მაინც, ყველამ გადაიტანა. ამიტომაც გამოუვლინდა მასიურად , კოვიდის შემდეგ პერიოდში ადამიანებს ის დაავადებები, რომლებიც ბევრი ათეული წლების შემდეგ უნდა დამართოდათ. პანდემია საერთოდ არის , პლანეტის გამოსაფხიზლებელი სიგნალი—————— რომ ადამიანები , ლატენტურად ბევრ დაავადებებს დაატარ ებენ. სოკოს სპექტრის განხილვა და მართვა ექიმისგან, ურთულესი, მაგრამ ჯანმრთელობისთვის უდიდესი შედეგის მომტანია. მედიცინის მსოფლიო ექსპერტებმა უკვე ახსნეს დაავადებების გართულების და გამრავლების მიზეზები. სადაც უხშირესი მონაწილეობაა პათოლოგიური სოკოების. კიბოს აცილებაში სოკოს ბალანსის მართვამ ყველაზე წინ გადმოიწია. მკურნალობების დროს ამას უნდა დავეყრდნოთ. მაგრამ, სამწუხაროდ ,ჩვენში ყველაფერს რომ მკურნალობა დაერქვა, უპირველესად, ეს არის ადამიანების დაზიანების მთავარი მიზეზი.
21——ვიტამინები ყველა განხილული მაქვს ძალიან დეტალურად და რეკომენდაციებშიც აუცილებელ დეტალებს პერიოდულად, ხშირად განვიხილავ. მაგრამ, რადგან ვიტამინები ქმნიან ამინომჟავური ფორმულების გრაფიკულ შემადგენლობას და საერთოდ, ისინი განაპირობებენ სიცოცხლეს დედამიწაზე, ძ ალიან მოკლედ, რამდენიმე აუცილებელ შტრიხს ისევ გამოვკვეთავ, თანამედროვე უახლესი მსოფლიო კვლევების დასტურის ფონზე. რომ უფრო დაიცვათ თავი. თანამედროვე მსოფლიო მედიცინისთვის ვიტამინებზე აქცენტი , არის სასიცოცხლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი. მომავლის მედიცინაში მოურჩენელი დაავადება აღარ იქნება, როცა უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება ვიტამინებზე ანუ ანბანზე რითაც იწერება ——-სიცოცხლე . ბე 1 ის მთავარი მონაწილეობის გარეშე კოლაგენი და ელასტინი არ წარმოიქმნება. ელასტინზე გესაუბრეთ ბევრჯერ. ის არის გარანტი, რომ არტერია ან სისხლძარღვი არ გასკდეს და არ იყოს ინფარქტი ან ინსულტი. ბე 1 ის ნაკლებობისას და ცვლის მოშლის დროს , ტვინის ნეირონების რღვევაა და კუნთური ცილების დაშლა . იმუნიტეტი ძლიერ ქვეითდება. ბე1 თუ ნორმის ზევით არის მოჭარბებული, მაშინ ბე 2 სრულიად იბლოკება და ირეცხება. ბე1ის მკვეთრი დაცემა აქვთ ———–ვინც ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, ვინც შარდმდენებს და წნევის დამარეგულირებლებს ოსმოსური წნევის კონტროლის გარეშე იღებს . ბე1ის ცვლის მოშლა ყველაზე ხშირი მიზეზია მძღოლებში ავარიების. ბე1ის ცვლის მოშლის დროს—-პულსი ხშირად ჩქარია , გულის შეგ უბებებია. ბე1ის დეფიტი და ხშირად , ცვლის მოშლაც აქვთ——-სპორტსმენებს, ფიზიკურად მომუშავეებს, სიცივეში მყოფებს, ანტიბიოტიკის მიმღებლებს, კუჭ-ნაწლავით ყველა დაავადებულს ;ყველა დიაბეტიანს, ორსულებს, ნერვულ-ფსიქიკური დაავადების მქონეებს . ბე1ის ცვლის მოშლა გამოიხატება——-მეხსიერების დაქვეითებუთ, დეპრესიით, შფოთვით, უძილობით, კიბეზე ქოშინით; თავის პერიოდული ტკივილით;კ უნთების და ნერვული სისტემის დაავადებებით; ხერხემლის ტკივილებით და ხერხემლის კუნთების ატროფიით. ყაბზობის დროს ბე1 დაცემულია. მაგრამ, თუ ცვლის მოშლაცაა მისი აღდგენა შესაძლებელია და შესაბამისად, ყაბზობის მორჩენაც. რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიური მექანიზმების ცოდნის გამოყენებით. ეს უკვე რთული ვარიანტები , მარტო ბე 1ის შემცველი კვებით არ აღდგება. ბე1ის ღრმა დეფიციტის და ცვლის მოშლის– სველი ბერი-ბერის ფორმა იწვევს—–გულის უკმარისობას , შეშუპებებს, წნევის პერიოდულ დაქვეითებას. ვერნიკეს ენცეფალოპათია არის———სუსტი დამბლა, ნისტაგმი, სიარულის გაძნელება, კონფუზია ანუ მოტორული დაბნეულობა . ნევროლოგიის თანამედროვე სტანდარტით და განმარტებით , ამ დროს ამ სინდრომის მთავარი მიზეზი-ბე1ის ღრმა დეფიციტი და მისი ცვლის მოშლაა. ვერნიკეს დროს მისი ცვლის ბოლომდე მოშლაა . ბავშვს რომ ხმა ჩაეხლიჩება გაციების დროს ეს ბე1ის ღრმა დეფიციტია. ყველა ვიტამინს თავისი მაკონტროლებლები ფერმენტები ჰყავს. თუ თიამინდიფოსფატკინაზა დაქვეითებულია, ბე1 და ბე2 არასდროს არ იქნება ნორმაში . სტატისტიკურად ალკოჰილიზმის ქრონიკული ფორმის ასევე არითმიის ჩამოყალიბებაში , ყველაზე ხშირ მიზეზად -ბე1ის ღრმა დეფიციტი და მისი ცვლის მოშლა განიხილება.
მედიცინაში პრიმიტიულობის და ღრმა ჩამორჩენილობის გამოხატულებაა—— დეფიციტის და ცვლის მოშლის ვერგანსხვავება. ამის აღქმა ყველგან რომ იყოს ,არც ამდენი დაავადებული ადამიანი იარსებებდა. ადამიანების სასიცოცხლო ფორმულა წარმოდგენილია ვიტამინური ბალანსით. ამინომჟავები ,სადაც წინასწარ ჩაწერილია ადამიანის სიცოცხლის გზა დაბადებიდან სიკვდილამდე, ძირითადად, ვიტამინებისგან შემდგარი გრაფიკული ფორმულებით გამოიხატებიან. ცვლის დარღვევა ნიშნავს , მისი მოქმედების ბიოქიმიურ რეაქციებში სხვადასხვა ფერმენტის , მჟავას თუ სხვა -მილიონობით არსებული ნივთიერებებიდან რამდენიმეს გამოვარდნას ან მეტობას. ნაკლებობაც ვერ გადაწყდება გამოცდილი ექიმების გარეშე. რადგან , მცირე გადაჭარბება რომელიმე ვიტამინის —–ეს უკვე სინდრომი ან დაავადებაა. მედიცინის მეცნიერების, კონკრეტულად ფარმაციის გაპრიმიტიულებულად აღქმამ, სასიცოცხლოდ დააზიანა ადამიანები და გაამრავლა დაავადებები.
ბე2ის დეფიციტის დროს არის——-სტომატიტი, ტუჩების დაბზარვა, ანემიების პროვოცირება, ფრჩხილების მტვრევადობა, თვალში ჩაქცევები, თვალის დაავადებები .მისი ცვლის მოშლის დროს არის———— ნერვული სისტემის დაავადებები, სტრესის ჰორმონის ჭარბი გამოყოფა, რაც კიბოს ტენდენციაა; ატეეფის ცვლის მოშლა ;შაკიკის დასტატუსება; კანის დაზიანება, თმის ცვენა, იმუნიტეტის დაცემა, თავის ტკივილები, მხედველობის დაქვეითება; ზრდის შეფერხება, ყელის ადვილად შეშუპება გაციების დროს; ღვიძლის დაზიანება; ფურუნკულები, სპაზმები,სისხლის დაავადებები , კატარაქტა, ენერგიის დაქვეითება, ალცჰაიმერის პროვოცირება, წყლულები, საშვილოსნოს კიბო. .ჰომოცისტეინზე ბევრჯერ ვისაუბრე. სწორედ მის გამო იქცევა თრომბი სიკვდილის წყაროდ. ჰომოცისტეინი სასიცოცხლო ფორმაში—– მეთიონინამდე, გადაყავს ბეტაინს , ბ ე 2 ს და ბე ჯგუფის სხვა ვიტამინებს . ბე2+ ბე9 +ბე 6 +ბეტაინი——ეს ფორმულა , მეთიონინამდე გარდაქმნის დროს, ჰომოცისტეინის, როგორც მკვლელის განეიტრალების მთავარი ბაზისია. პაციენტის მდგომარეობის შეფასების და ბე2ის დოზის კილოგრამ წონაზე ზუსტი გამოთვლით, შესაძლებელია აუცილებელ დანართებთან ერთად შაკიკის ტკივილის კუპირება. თანამედროვე ცდებით დადგენილია, ბე 2 ის ცვლის ნორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია საყლაპავის კიბოს რისკის მოხსნაში . ბე 2 შესაბამის ფორმაში ღვიძლის კიბოს აუმჯობესებს. უცოდინარს ეს გადაჭარბებულად შეიძლება მოეჩვენოს. თანამედროვე ,მედიცინაში კი უკვე რეალობაა. მაგრამ, საუბარია არა ხელოვნური ბე 2 ის გაუაზრებელ მიცემაზე , არამედ მისი ცვლის ყველა ბიოქომიური რეაქციების შემადგენელი კომპონენტების სრულყოფაზე და ბალანსზე. სამკურნალო კეკელკობა, რასაც ბევრი ადამიანი ექიმის გარეშე აკეთებს არაპროფესიონალის რჩევით ———-და მედიცინის ურთულესი მეცნიერება მკვეთრად უნდა განსხვავდეს ერთმანეთისგან. სხვანაირად ,ჯანმრთელობის პრობლემა სულ ასე მასიური იქნება. ორალური ლეიკოპლაკიის მთავარი მიზეზი ბე2ის ცვლის მოშლაა. ორსულებში ის, ბე 9 სავით სასიცოცხლოდ აუცილებელია. ბე2+ ბე3ის სრული ფიზიოლოგიური ცვლები ნიშნავს კატარაქტის თავიდანვე აცილებას. ბე 2 არის რიბოფლავინი. მის შემადგენელ ფლავინს მსოფლიო მედიცინა ,ათეულობით ჯგუფური კვლევის სახით ახლაც ინტენსიურად იკვლევს. ევროპის და ამერიკის მედიცინის რამდენიმე საკვლევი ცენტრი ამჟამადაც იკვლევს ბე 2ს და მის შემადგენელ ფლავინს, როგორც უკვე დადასტურებულ , სხვადასხვა კიბოს საწინააღმდეგო კომპონენტს. ფლავინი რომ კიბოს საწინააღმდეგოა, ამას ცალკე განვიხილავ ფლავონოიდების დახასაითებაში, რომლებიც ბე2ის ნატურალური სახეებია. ფლავინი გლუტათიონის მთავარი კომპონენტია და აქედან გამომდინარე ბე ვიტამინის ნორმული ცვლა —— ყველა კიბოს რეალური პროფილაქტიკაა . ფლავინის უმაღლეს ღირებულებებზე და მის ბიოქიმურ მექანიზმებზე ადრე დეტალურად გესაუბრეთ. ბე 2ის ორგანიზმში დაცემას ხელს უწყობს—–ალკოჰილი, დიეტები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ღვიძლის დაავადებები, ანემია, თვალის დაავადებები, შაკიკი. შაკიკით დაავადებულ ყველა ადამიანს, ბე 2 ის ცვლა ბოლომდე არათუ მოშლილი, არამედ დეგრადირებული აქვს . შაკიკის დროს არასოდეს დამინიშნავს სუმატრიფტანები. მისი მკურნალობა ———დარღვეული ბე-2ის ცვლის აღდგენით უნდა დაიწყოს. ამ ჩამოთვლილი დაავადებების დროს მისი ანაზღაურება საკვებით ვერ მოხდება. რადგან არა მისი მხოლოდ შევსება, არამედ სრული ფიზიოლოგიური ციკლის აღდგენა უნდა მოხდეს. ბე2ის ცვლა მოშლილია ყველა დაავადების დროს , რომლებიც ლორწოვან გარსებში არიან. მაგალითად, ქრონიკ ულ რინიტს ვერასოდეს ვერ მოირჩენთ ბე2ის ცვლის ბოლომდე აღდგენის გარეშე. ინსულტის ერთ გარანტირებულ მიზეზად ბე2ის სრული დაცემა და ცვლის მოშლა გამოიკვეთა. ჰეპატიტების, ციროზის, ნაღვლის ფუნქციების მოშლის დროს, ბე2ის სრული რღვევაა.
ბე 3ის ცვლა თუ არ დალაგდება ტინიტუსი არასოდეს გაუმჯობესდება და ქოლესტერინი არ დაბალანსდება. ბე 3, შაქრის დარეგულირების ყველა რეაქციაში მონაწილეობს. ამინომჟავა ტრიფტოფანს შეუძლია ბე 3 ად ანუ ნიაცინად გარდაქმნა. ის ნიაცინის ექვივალენტია . სეროტონინის სინდრომის მკურნალობის დროს , ნიაცინის ცვლის აღდგენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა ტიპის თავბრუხვევის დროს , ბე3 ბოლომდე დაცემულია . ბე3 ინიშნება ტრიფტოფანის მკაცრი კონტროლით, ასევე ბე -6 იც . თუ ტრიფტოფანის კონტროლით არ დაინიშნება ბე3 და ბე6, შეიძლება მათი პათოლოგიური სიჭარბე განვითარდეს.
ცე ვიტამინის ცვლის მოშლა და მისი სიჭარბე იწვევს კენჭების ჩალაგებას. ცე ვიტამინის ნორმის ზევით ყოფნა ადამიანს აზიანებს—— დიაბეტს აუარესებს ,შაქარი მაღლა ადის ნორმიდან ;თრომბებს იწვევს , ბე ჯგუფს გამორეცხავს ორგანიზმიდან და ა ვიტამინს დაბლა აგდებს .
ცე და ე ვიტამინების ცვლის სრული აღდგენა, რომელიც საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივია ——აჩერებს გულის, სისხლის და ონკოლოგიურ დაავადებებს. ე ვიტამინი ჰორმონების მაკონტროლებელია. თუ ე ვიტამინი ნორმის ზევით მოჭარბებულია- ადამიანს რომელიმე აქვს ამ ჩივილებიდან——პერიოდული თავის ტკივილი, პერიოდული დაღლა, გაორება, დიარეა, ა და კა ვიტამინი სულ არ შეიწოვება. კა ვიტამინის ცვლის მოშლა კი გამოცხადებული თრომბოზია თავისი გართულებებით, სისხლდენებით და ჩაქცევებით. ე ვიტამინის ზედმეტი სიჭარბე, ძალიან ხშირად არის მაღალი წნევების მიზეზი. ნაკლებობა კი, განსაკუთრებით აზიანებს ჰორმონულ სისტემას .
ბე—-6 ყველანაირი ანთების დროს დაცემულია. თუ ბე 6ის ცვლა ნორმაშია, მაშინ ის მომატებულ ჰომოცისტეინს სწრაფად გადააქცევს ცისტატიონად და გულის შეტევას და ინფარქტს აიცილებს . თრომბოციტების დაზიანება და ანემიები არ დაიწყება, ბე 6ის ცვლის მოშლის გარეშე. ბ ე -6ის ნორმული ცვლის გარეშე ამინომჟავების სრულფასოვნად შექმნის არცერთი საფეხური არ განვითარდება. დაზიანებული ბე-6ის ცვლა ნიშნავს—————– კიბოს დამართების დიდ რისკს. ბევრჯერ ავხსენი ჰომოცისტეინის მექანიზმი და თვალნათლივ ჩანს, რომ მისგან განვითრებული სასიკვდილო რისკი თრომბოზების გააქტიურების სახით, ნეიტრალდება თქვენთვის დაუჯერებელი და ზოგისთვის , თითქმის, გაშარჟებული კომპონენტებით. ანუ ბე ჯგუფის ვიტამინებით და ბეტაინით . როგორც ბიოქიმიური ჯაჭვები მიგვანიშნებენ ——— სასიკვდილო თრომბოემბოლიის აცილება და სიცოცხლის გადარჩენა ხდება, უპირატესად , ბე ჯგუფის ვიტამინებით. მაგრამ სიცოცხლის გადარჩენა ს ამ მომენტში განაპირობებს, არა სტიქიურად მიღებული ეს ნივთიერებები, არამედ სწორი ბიოქიმური გათვლები დინამიკაში. ბე 6-ს ან სხვა ნივთიერებას ყველა იყიდის აფთიაქში. მთავარია როდის, რომელი, რამდენი და რა ვითარებაში , რასთან ერთად მიიღოს. ანუ დარღვეული ცვლის აღდგენაზე ა საუბარი.
ა ვიტამინის სიჭარბის გამო არის——–ბავშვებში ჰიდროცეფალია-თავში თავზურგტვინის სითხის ჭარბი დაგროვება; ღებინება, სისუტე, შეკრულობა. ა ვიტამინის ნორმის ზევით მატება დე ვიტამინს ძალიან დაბლა აგდებს. 90იან წლებში შემოსულმა უხარისხო, კანცეროგენულმა მარგარინებმა და მათმა გამოყენებამ საცხობებში , ა ვიტამინი რომელიც მარგარინში ბევრია, მოაჭარბა ადამიანებში. რამაც გამოიწვია დე ვიტამინის ასეთი კარდინალური და მასიური დაცემა მოსახლეობაში. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც თითქმის ყველას დე ვიტამინის ცვლა დაერღვა. რამაც გამოიწვია—————- ამინომჟავების და იოდის ცვლის მოშლა, შედეგად, ჩიყვის ადვილად პროვოცირება და მისი მასიური აფეთქება . ჩვილობაში დე ვიტამინის გაუაზრებელი არაზუსტი პროფილაქტიკა , რაც დღესაც გრძელდება, ზრდასრულობაში აზიანებს——-კალციუმის ცვლას , რაც სიმსივნის გარანტია და პარანეოპლასტიკური ანუ სიმსინვის მთავარი სიგნალია; ასევე აზიანებს გულს, იმუნიტეტს ,თიმუსს, ფილტვებს. თუ ბავშვის დე ვიტამინი ჭარბი გახდა, თავისუფალი —–კიბოს რადიკალები ადვილად შეაღწევენ ორგანიზმში. ბავშვებში დე—ს სიჭარბის გამო არის კრუნჩხვების დიდი რიცხვი. როცა დე ვიტამინით პროფილაქტიკა მიმდინარეობს, მისი ანალიზური შემიწმება პერიოდულად უნდა ხდებოდეს.
ალერგიული გამონაყრების მთავარი მიზეზი ,უხშირეს შემთხვევებში , არის რომელიმე ვიტამინის სიჭარბე. ესაა თანამედროვე მსოფლიო მედიცინის აკადემიური დასკვნა. ამ ვითარებას კი ხშირად ,მალამოებით და ანტიჰისტამინურებით ებრძვიან.
ბე9 ვიტამინის ნაკლებობისას დეფექტური ან სრულიად განუვითარებელი ან ნევროლოგიურად დაზიანებული ბავშვები იბადებიან. ბე—-9 ამინომჟავების მთავარი ს აშენი მასალაა.
. ეფ ვიტამინი კიბოსგან დაცვაა. მხედველობის დაქვეითების და ალერგიის აცილებაა .მშრალი კანის დროს ეფი დაცემულია .ეფი კვებით არ აღდგება.
ბე 5ის ნაკლებობა ალერგიული პროცესების გაქრონიკულება და თირკმელკზედა ჯირკვლის დაავადებებია. რაც ნიშნავს უამრავ დაავადებას ,ჰორმონების მოშლის და წნევის ჩათვლით.
კა ვიტამინი ანუ ფილოქინონი რთული ვიტამინია და ვრცლად მაქვს განხილული შესაბამის სტატიაში. კა ღვიძლში პროთრომბინს წარმოქმნის. ის ლიდერობს შედედებას და მისი ცვლის დაღვევა სისხლდენის მაუწყებელია , შესაბამისად ჩაქცევის . მისი ცვლის ნორმის გარეშე სისხლი არც გასქელდება და არც გათხელდება ჯანმრთელად.
B17 ვიტამინი კლავს კიბოს უჯრედებს. მას შეიცავს-ნუში, ალუბალი, ვაშლი, ატამი, სიმინდი, პროსო. სორგო, სელი, გარგარი, ავოკადო, ოხრახუში, ბარდა, კაკაო. უფრო მათი კურკები შეიცავს .ასევე რბილობიც. კურკების მიღება შეზღუდულია, რადგან შეიცავს ციანიდს რომელიც საწამლავია. ამიტომ რბილობი უნდა გამოიყენოთ. პროსო —– ფეტვია. სორგო —მაცვლეულია გვალვაგამძლე. მისგან შაქარიც მიიღება. ვიტამინების ზედმეტი მატება ნორმის ზევით, უფრო მძიმე და საშიშ დაავადებებს იწვეევს , ვიდრე მათი ნაკლებობა. პრიმიტიულობაა დალიო პოლივიტამინი, თუ მისი შემადგენელი ყველა ვიტამინი დაქვეითებული არ გაქვს. ვიტამინები ისეთივე ამოუწურავი თემაა, როგორც სამყარო .ვიტამინებზე ყველა რეკომენდაციაში ვსაუბრობ. ვიტამინების ბალანსი ნიშნავს, დაცულ, ხანგრძლივ , ჯანმრთელ სიცოცხლეს.
22——ბიპოლარული აშლილობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი მანდამაინც არაადექვატურად საუბრობდეს . მისი ბევრი ფორმა სინქრონულია და შეტევას არ გამოხატავს. ფსიქიკის რღვევის ფონზე ცერბრალური მოშლით მიდის. ის რისკისკენ უბიძგებს ადამიანს. ასეთებს მძაფრი განცდები სჭირდებათ. ის ხშირადაა ———-ელიტური კორუფციის დროს, კაზინოს ზეაქტიურ მომხმარებლებში,ნარკომანებში, ალკოჰოლიკებში, სუპერ ექსტრემალური სპოტის გამოუცდელ პირებში.
23——-დაბალი წნევის ზუსტ მიზეზს თუ ვერ იგებ, პერსპექტივაში ლიმფომა უნდა გამორიცხო. მითუმეტეს თუ პერიოდულად , იღლიის კვანძები დიდდება.
24——თუ კ ბილი დაზიანებული არ არის და მაინც ტკივილია, ამ დროს მიზეზების რამდენიმე ვარიანტია. ყველაზე ხშირია, გულის მკვებავი არტერიიდან ტკივილის იმპულსის ირადიაცია კბილბუდეთა უკანა არტერიაში. რასაც ამწვავებს აორტიდან მოხვედრილი მიკროთრომბი ანუ ეს გულის სტენოკარიდიის სახეა. ამ შემთხვევაში, გულის და ტვინის ინფარქტების პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს. ასევე, არცთუ იშვიათია ტვინის ღეროში არსებული ფარული ანევრიზმა, რომელიც აწვება კბილბუდის არტერიის ტოტის ნერვებს. ასეთი ტიპის ანევრიზმები გადაღებებზე არ ჩანან.
25—-ტოქსინებზე —-ყველა კუთხით ხშირად ვსაუბრობ . მათ გარეშე არ ემართებათ ადამიანებს რთული დავადებები. სხვა შხამებისგან იმით განსხვავდებიან, რომ იმუნიტეტს ბოლომდე აზიანებენ . მისი მკვეთრი დასტური ორგანიზმში ბევრი მაგალითია . მაგალითად——–დაღლილობა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ალერგიები, დეპრესია, უძილობა, ხველა, დაბუჟება, შეშუპება, პერიოდული კუჭის აშლა და სხვა. განსაკუთრებით საშიშია – ტოქსინი ლორწოსთან ერთად, რომელიც ლიმფურ სისტემაში ბუდობს . ეს გამოხატულია –ნახველიანი, თუნდაც ,იშვიათი ხველის გაგრძელებით, ქრონიკული რინიტით, ალერგიებით, ეგზემით და სხვა. ადამიანის ჯანმრთელობა ამ დროს შეუმჩნველად და ნელა ზიანდება და დეგრადირდება. დამკვირდებული ტოქსინები აუცილებლად მიიწებებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ელექტრულად დამუხტული მოლეკულებია . ისინი უჯრედებს შეხებითაც შლიან . ქალი, რომელიც ვერ ორსულდება, ტოქსინების საბადოა. ტოქსინები შლიან გენებს . განაკუთრებით ებრძვიან ტვინს და ჭარბწონიან ადამიანებს . ნევროლოგიური და ფსიქოზური სტატუსების უმრავლესობა ტოქსინების ხარჯზეა. ღვიძლი მუდმივ რეჟიმში ფილტრავს სისხლს ტოქსინებისგან. თუ ნაღვლის ბუშტის პრობლემაა, ამას ის სრულად ვეღარ ახერხებს. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს , ღვიძლს ყველაზე ჭუჭყიანი სისხლის გაფილტვრა უხდება. თუ ღვიძლი სრულად ვეღარ წმენდს სისხლს, ეს გამოიხატება——წნევით, პერიოდულოი უეცარი კუჭის აშლით, ფსორიაზით, ეგზემით, თავის ტკივილით, ფურუნკულოზით , ალერგიით, შაკიკით, აუტოიმუნური დაავადებებით, თრომბით, გულის შეტევით, ინსულტით, ქოლესტერინის სიჭარბით და სხვა. ზღვის პროდუქტები ტოქსინებს ებრძვიან. მაგრამ , მხოლოდ —— დაუბინძურებელი ზღვის. საქსიტოქსინი უძლიერესი შხამია და ბევრ დაავადებას იწვევს . ის ადამიანში აღწევს არასუფთა მულუსკით. ტეტროდოტოქსინი —წნევას, დამბლებს, ფილტვის დაზიანებას იწვევს .ის დაუმუშავებელი რვაფეხას ხელით შეხებით გადმოდის ადამიანში . სუშიდან გადმოდის უამრავი ტოქსინი. ღვიძლით და ნაღვლის ბუშტით პრობლემურ ადამიანს, სუშმა შეიძლება, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული გართულება დაუმკვიდროს . მსუქანი ადამიანები მიუხედავად დიეტისა, ვერ იკლებენ, მათ ორგანიზმში ჰაერის ტოქსინების სიჭარბის და მყარად დამკვიდრების გამო. ეს ტოქსინები ჰორმონებს ანადგურებენ და მათ ფუნქციებს ბოლომდე აკნინებენ. ტოქსინები , ორგანიზმში გარედან შემოსვლის გარეშეც იქმნება. ბ აქტერიები და სხვა მიკროორგანიზმებიც, ადამიანში დაბალი იმუნიტეტის დროს, ქმნიან ტოქსინებს . რისი შედეგია ინფექციები და დაავადებების გაქრონიკულება. ტოქსინები ———-შლიან ორგანოთა და სისძლძარღვების ქსოვილებს; ამსხვრევენ ანტისხეულებს ,აჩლუნგებენ ანტიბიოტიკების დადებით ეფექტებს; აზიანებენ ტე—— იმუნურ, თეთრ უჯრედებს, რომლებიც მიკრობების მუდმივი მწმენდავებია ; ღვიძლს უთიშავენ მთავარ ფუნქციას—–გლუტათიონის წარმოქმნის, რომელიც ტოქსინებს მედგრად ებრძვის . კონკრეტულად რას აკეთებს ის, იხილეთ ჩემი სტატია გლუტათიონზე. ამ ყველაფერს ართულებს ენდოგენური ანუ შიგა დარღვევებისგან წარმოქმნილი ტოქსინები. ქრონიკული დაავადებების დროს, მუდმივად ხდება შიგა ტოქსინების პათოლოგიური პროდუქცია. ადამიანი ვერ ხვდება რისგანაა მოწამლული, როცა ენდოგენური ტოქსინითაა დისკომფორტი. ენდოგენურ ტოქსინებს მუდმივად აფრქვევს——დაზიანებული —-თირკმელი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი ,ფარისებრი. დიაბეტის დროს მუდმივი ენდოგენური ტოქსინემიაა კეტონებით . ასევეა ,თუნდაც ნაოპერაციევი ჩიყვის დროს . ყველა ქრონიკული დაავადება ენდოგენური ტოქსინით მუდმივად წამლავს სისხლს . შეკრულობა, დილის თავის ტკივილი, წნევა , შაკიკის შეტევა— ენდოგენური ტოქსინების განგაშია. უცებ წონაში დაკლება საშიშია. ბევრი პარამეტრის კონტროლია საჭირო , უცებ გახდომის შემდეგ. ამ დროს ტოქსინები, რომლებიც ყველაზე მეტად ცხიმის ფენებში იყვნენ ადაპტირებულები, აქტიურდებიან და ახალ დაზიანებების თვის კერებს ეძებენ.
26—— ფერმენტ——-ლაქტატდეჰიდროგენაზაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ, იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე რეალურად დავიცვა. რადგან , ამ ფერმენტის დარღვევა , უამრავ სასიცოცხლო პრობლემას ქმნის. მისი დარღვევით იწყება ყველა დიდი პრობლემა .რაც მთავარია, კიბოს პრობლემა იწყება. LDHის მთავარი, უდიდესი როლია——რძის მჟავას ——-პირუვინის მჟავად გადაქცევა. ლაქტატი აკატალიზებს პიროყურძნის მჟავის შექცევადი აღდგენის რეაქციებს .თუ ლაქტატის რეაქციები მოშლილია, მიიღება რძემჟავას ჭარბი რაოდენობა,რომელიც აწამებს ადამიანებს——————–გულის შეტევით , სხვადასხვა ტკივილებით, თავის ტკივილით ,შაკიკის შეტევით, უეცარი წნევით, რადიკულიტით, ა ლერგიების და ეგზემის გამწვავებით, პულსის აჩქარებით, თრომბების სწრაფი წარმოქმნით, ჭარბი ქოლესტერინის მავნეობებით, სისუსტის შეგრძნებით, პოდაგრის შეტევით სხვა უამრავი დისკომფორტით . კიბოს უჯრედებში რძის მჟავას დიდი რაოდენობაა, ლაქტატის რეაქციების მოშლის გამო . ამიტომ ლაქტატის მოშლა ან კიბოა ან მომავალი კიბოს უტყუარი სიგნალი . ამ რეაქციების გაუკუღმართების შედეგად კუნთურ ქსოვილში, დაზიანებული, ატიპური უჯრედებია. ლაქტატი თუ ნორმაშია დაჟანგვითი პროცესები ადექვატურად მიდის. ჟანგვითი პროცესების ფიზიოლოგური მიმდინარეობა არის, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის მთავარი საიდუმლო. ამ დროს შაქარი აღარ ლაგდება როგორც საწამლავი და იძლევა სასიცოცხლო ენერგიას, რაც ამუშავებს კუნთებს აქტიურად სამოძრაოდ. არ არის სავალდებულო -დიაბეტის დიაგნოზი გქონდეს , რომ შაქრის მეტაბოლიზმი დარღვეული და ორგანიზმისთვის ტოქსინური იყოს . ჭარბწონიანი ადამიანების 80 პროცენტი ფარულ დიაბეტს დააატარებს. სწორი ჟანგვის პირობებში თრომბები აღარ წარმოიქნება, ასევე დიაბეტი აღარ კლავს ნერვულ უჯრედებს სხვადასხვა ტოქსიკური სხეულებით . ადამიანი კვდება, მხოლოდ ჟანგვითი პროცესების მაქსიმალური მოშლის შედეგად. ნებისმიერი დაავადების მთავარი პათოლოგიური ფონია——ჟანგვითი რეაქციების დაზიანება. ექიმის უპირველესი ამოცანაა მკურნალობის დროს, მავნე ტოქსინების განეიტრალების პარალელურად , დაზიანებული ჟანგვითი რეაციების გამოსწორება. თითოეული მედიკამენტი ამ პროცესის გამოსწორებას უნდა ემსახურებოდეს და არა ჩივილის დროებით დამალვას. ლაქტატდეჰიდროგენაზა ორგანიზმის ყველა კუნთშია ,ასევე, ტვინში და ღვიძლში. ღვიძლი ჯანმრთელობის დირიჟორია. სადაც მუდმვად მიმდინარეობს ათასობით ბიოქიმიური სასიცოცხლო რეაქცია. თანამედროვე მსოფლიო მედიცინის უტყუარი მონაცემებით და ფაქტებით, რძის მჟავას დეჰიდროგენაზას იზოფერმენტი თუ მომატებულია, ორგანიზმში ფარული კიბო მიდის. რომელიც შეიძლება 20 წლის შემდეგ გამძვინვარდეს და მკურნალობა უკვე უშედეგო იყოს. მანამდე კი, შეიძლება ,მაგალითად, გამოხატული იყოს სხვადასხვა სიგნალებით——–ტინიტუსით, შაკიკით, ალერგიებით, ეგზემით, სეროტონინის სინდრომით, გახანგრძლივებული სუბფებრილური სიცხეებით, ჩიყვით, ქოლესტერინის სიჭარბით, თრომბით, პოდაგრით, რინიტით, კუჭ-ნაწლავის ან ძვალ-სახსართა დაავადებებით, ნაღვლის პრობლემებით და სხვა პათოლოგიური მოვლენებით. ყველაფერი შემაწუხებელი, სამყაროდან კომპენსატორულად ჩადებული, მომავალი ცუდი ვითარების გამაფრთხილებელი სიგნალებია. ამიტომ, ლაქტატის ცვლაზე დაკვირვება, განსაკუთრებით, ქრონიკული დააავადებების დროს ექიმის უპირველესი მოვალეობაა.
კრებსის ციკლის მილიონობით რეაქცია მუდმივად მიდის ცოცხალ ორგანიზმში და მხოლოდ, სიკვდილის დროს ჩერდება.
პირუვუნის მჟავა არის კრებსის ციკლის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. მხოლოდ, კრებსის ციკლის ფიზიოლოგიური მიმდინარებით ითვისებს ადამიანის ორგანიზმი სასიცოცხლოდ სრულყოფილ ჟ ანგბადს . ჟანგბადის გარეშე სიცოცხლე წყდება. ჟანგბადის ნაკლებობისას დაავადებები მწვავდებიან. ჩვენ ვცოცხლობთ ჟანგბადით . მისი სრული ათვისებისთვის, ექიმის მიერ, კრებსის ციკლი უნდა კონტროლდებოდეს. ანუ ამ ჩივილების შესაბამისი კონკრეტული რეაქციების მიმდინარეობა მაინც . სხვა მკურნალობა არის სიცოცხლის დროებით გათრევა. ლაქტატდეჰიდროგენაზას მეშვეობით, სრულყოფილად იშლება შაქარი და გადაიქცევა სასიცოცხლო ენერგიათ. ლაქტატის პრობლემის დროს, დიაბეტი ხანგრძლივდება და მძვინვარდება. სრულყოფილად დაშლილი შაქრისგან მიღებული ენერგია, მართავს კუნთურ შეკუმშვებს , გადაადგილებას და საერთოდ სასიცოცხლო ბიოქიმიურ რეაქციებს. ეს სასიცოცხლო რაქციები, მოშლილია რძემჟავას არეული ციკლის დროს და იმიტომ არის ამდენი დაავადებები და დისკომფორტები. ამ მოშლის ფონზე უფრო მცირდება ჟანგბადი. რაც უფრო მცირდება ჟანგბადი, ორგანიზმში ლაქტატდეჰიდროგენაზა ჭარბად, პათოლოგიურად გროვდება . ის ამ პოზიციიდან მალე შლის სისხლძარღვების და ორგანოების მემბრანებს , ქმნის სწრაფ თრომბებს და ემბოლებს. ლაქტატის ტროპონინით იგებ —–გულის იზოლირებული შეტევაა თუ ინფარქტია. ლაქტატი ყველა კუნთ ის მარკერია . გულის,ღვიძლის და ყველას . ლაქტატით იგებ, რომ თრომბოციტების და ლიმფოციტების კვდომა დაჩქარებულია. მისით იგებ ,რომ უკვე ფილტვების ემბოლიაა და კიდევ ბევრ სხვას. უკვე რამდენიმეჯერ განვიხილე , ის რა შემთხვევებში კლებულობს და იმატებს. ეს ერთი დიდი მაგალითია იმის, რომ კრებსის ციკლის ბიოქიმიური რეაქციების კონტროლის გარეშე , ადამიანის რეალური გაჯანსაღება ვერ მიიღწევა. ექიმების ხარისხიც ამით განსხვავდება ანუ კონკრეტულად რას და როგორ აკვირდებიან ისინი ორგანიზმებში.
26-თუ ექოზე თირკმლის ზომებს შორის განსხვავება შესამჩნევია, უსიმპტომო პიელონეფრიტი უნდა გამოირიცხოს. ეს სტანდარტია.
27—–თუ კუჭის სიმჟავე მაღალი გაქვთ, არსებული მექანიზმების დარღვევის გამო——-ანალიზი -ცილაზე, ჰემოგლობინზე და შაქარზე სწორი არ იქნება და სიზუსტისათვის რამდენიმე ჯერ შემოწმება ესაჭიროება.
28—-მძიმე მეტალებზე და სხვა მომწამლავ ნივთიერებებზე ხშირად, დეტალურად ვსაუბრობ გამაფრთხილებლად. კიდევ გავიხსენებ აუცილებელ, სასიცოცხლო და გავრცელებულ დეტალებს. მოწამვლის ფაქტები კოლოსალურია , მაგრამ ძალიან ხშირად , კვებითი ინტოქსიკაციის ან სხვა დაავადებების იმიტაციურ სახელწოდებებშია გახვეული და ამის გამო, ადამიანები შეუმჩნევლად და გამოუსწორებლად ზიანდებიან.
ალუმინით ინტოქსიკაცია ძალიან ხშირად კვებითი ალერგია ჰგონიათ . ფილტვების, კანის და ყელის ჩივლები, ძალიან ხშირად, მძიმე ლითონებით გამოწვეული ინტოქსიკაციებია. მძიმე ლითონებით ინტოქსიკაციები ძალიან ჰგვანან————– გაციებებს, ბრონქიტებს , ფილტვების ანთებას, ალერგიებს და სხვა .თითქმის , იდენტური ჩივილებია.
ენა სივდება ვერცხლიწყლის ან დარიშხანის შესუნთვის დროს. თირკმლის უკმარისობების ყველაზედ ხშირი მიზეზი სტატისტიკურად——-დარიშხანით ჩუმი ინტოქსიკაციაა . ადამიანებს ჰგონიათ, რომ მაგალითად, ვერცხლისწყლით მოწამვლა ,მხოლოდ გატეხილი თერმომეტრიდან ხდება. თუ ორსულმა ვერცხლიწყალი შეისუნთქა, ბავშვი შეიძლება , მძიმე ნევროლოგიური პრობლემებით დაიბადოს. ვერცხლისწყლის შესუნთქვა დამბლებს იწვევს და მოტორულ უნარებს აკნინებს . ნებისმიერი საღებავით ღებვის დროს, თუ ნიღაბი არ გიკეთიათ, ვერცხლისწყალი პირდაპირ ტვინში მიდის და გამოუსწორებლად აზიანებს, რომლის შედეგები თანდათან დადგება. ადამიანებმა არ იციან საიდან რა მომწამვლელი აგენტი გადმოდის. რაც კონკრეტულად მითითებული მაქვს ამაზე შესაბამის სტატიაში.
კადმიუმით ქრონიკული ინტოქსიკაცია——ძვალს და სახსარს შლის , კიბოს იწვევს ,ქცევას და მოტორიკას აშლის. სასრების დაავადებათა უდიდესი პროცენტი კადმიუმის მიზეზითაა . სახსრებით დატანჯულ , უამრავი უსარგებლო წამლის სმით კუჭსავსე და დაზიანებულ ხალხს ამაზე არც კი სმენიათ. ძვლის და სახსრი ს დაავადებების დროს , უპირველესად, მძიმე მეტალების სპექტრს ვაანალიზებ. როგორც ცნობილია , კიბოთა უმრავლესობა, ორგანიზმში ძვლის და სახსრის ტრანზიტით შემოდის. ამ დროს კიბოს მასპინძელი უმეტეს შემთხევვაში ——– კადმიუმია .ის, ორგანოებს ბოლომდე აზიანებს . კადმიუმის სიჭარბის ფონზე არეული ბიოქიმია ყველაზე ძნელი დასალაგებელია და ძალიან დიდ დროს ითხოვს ეტაპურად.
კერატიტი———- თვალის რქოვანას ანთებაა , მხედველობის დაქვეითების ხშირი მიზეზია და სიბრმავესაც იწვევს. ახასიათებს ცრემლდენა ან დაზიანებული რქოვანას მხარე ს თავის ტკივილი. რაც შაკიკი ჰგონიათ ხშირად. მას იწვევს -ვირუსი, სოკო, ბაქტერია, მზე, კიბო, წყლული. მაგრამ , ბოლო ევროპული სტატისტიკით , კერატიტის ყველზე ხშირი მიზეზია——- კადმიუმით მოწამვლა. თვალის ანთებებზე , ჩვენს პირობებში ალბუციდით ადვილად გასვლაა. მათი უხშირესი მიზეზი კი——– მძიმე მეტალებია. შეიძლება კადმიუმით მოწამვლა, მარტო მშრალი ხველით იყოს გამოხატული. მძიმე მეტალები ყველა კუმულაციურია. უყვართ ორგანიზმში მტკიცედ ჩასახლება. მაგრამ, მათ შორის—— კადმიუმი ყველაზე ხანგრძლივი და მყარი დამზიანებელია . ამიტომ ეძახიან მას უკვე ——–კიბოს მასპინძელს. ადამიანის მკურნალობას ნებისმიერ დაავადებაზე ,მძიმე მეტალების, ორგანიზმზე ზიანის ხარისხის გარკვევით ვიწყებ . უამრავ მაგალითს ვნახულობ, კადმიუმის მიერ დაზიანებული——— სახრების, ძვლების, კუჭ-ნაწლავის. უძლიერესი ტოქსიკური აგენტია . ცნობილია, რომ მის გაკვალულ გზას მიუყვება ორგანიზმისკენ სიმსივნეები ყველაზე მეტად. კადმიუმი არის მანქანის ნაწილებში, საიუველირო ნაწარმში, ტექნიკაში, ლითონებში, სატელევიზიო ტექნიკაში, უხარისხო ბიჟუტერიაში. ყელის ტკივილი სიცხის გარეშე————- ხშირად არის მანაქანებიდან მიღებული კადმიუმის ინტოქსიკაცია.
ტყვიის მატება მაგნიუმს აქრობს და ბავშვის ზრდას აჩერებეს. ასევე ძვლის, კუნთის და ტვინის გადაგვარებას იწვევს, სხვადასხვა დაავადებებით გამოხატულს. შეკრულობის მიზეზებში ხშირია ტყვიით მოწამლვა. ტყვიით მოწამლვა ღვიძლს შლის და ფსიქო-ნევროლოგიურ აშლებს იწვევს. მძიმე მეტალები, შეხებაზე მეტად , ჰაერიდან შესუნთქვით წამლავენ. მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციის დროს— თუთია, რკინა და კობალტი დაეცემა და ნევროლოგიური აშლები იწყება . ვეგენერის უმძიმე ს დაავადებას—გრანულომატოზს მძიმე მეტალები იწვევენ. ვერც კი წარმოიდგენთ იმდენად ხშირია ჩვენს პირობებში ვეგენერი. მაგრამ, სამწუხაროდ მისი სრული გააზრება ხან ვერ ხდება. რადგან, რამდენიმე ორგანოს დაზიანებაა და ცალკე ხდება მათი აღქმა. ეს ვითარება ხელს უწყობს, ფილტვების კიბომდე მალე მისვლას. ანემიების, მითუმეტეს მათი განმეორებადი ფორმების უკან მძიმე მეტალებია. ჰემოგლობინი ,ყველაზე მეტ შემთხვევაში , მძიმე მეტალების ზეწოლით გაქვთ დავარდნილი. ორგანიზმში რომ მძიმე მ ეტალია, რკინის და ჰემოგლობინის ცვლა ვერცერთ ვარიანტში ნორმა ვერ იქნება. ჰემოგლობინის გამნმეორებითი ვარდნა , პარანეოპლასტიკური სინდრომის ერთი მაგალითია. რომელიც ბუნებრივ ფონს ქმნის კიბოს დასამართებლად. თუთიის დაქვეითება ადამიანის ორგანულად დაშლას ნიშნავს, რომლის ფონზე ნებისმიერი პათოლოგიური პროცესი აყვავდება. კობალტის დაცემა ,შეგრძნებების, აღქმების , ნევროლოგიური იმპულსების , ნეირონების დაჩლუნგებაა. ჩემი მ კურნალობის ნებისმიერი გამოხატულება , თავგანწირული მცდელობაა ადამიანების მძიმე მეტალებისგან დეტოქსიკაციის. რამდენი ენერგია და აზროვნება იხარჯება ამის დასადგენად , შესაბამისი ანალიზის გარეშე. რადგან, თითოეული მძიმე მეტალის კვლევის ღირებულება 300ლარი მაინც არის. ისინი კი უამრავია . ხალხს არა აქვს შესაძლებლობა , ეს ძვირიანი ანალიზი აიღონ . ამიტომ ,ექიმებს მათი რიცხვის თეორიული გამოთვლა გვიხდება, სხვადასხვა ჩივილებზე და პარამეტრებზე დაყრდნობით.
შეკრულობის ერთი დიდი მიზეზი მაგნიუმის დეფიციტია. ამიტომ საფაღარათო წამლები, ძირითადად ,მაგნიუმზეა დამზადებული. მათი ხშირი გამოყენებისას ჰიპერმაგნემიაა ანუ მაგნიუმით მოწამლვა. საფაღარათოებს ვინც ხშირად იღებს, ყველას მაგნიუმის ცვლა აქვთ მოშლილი და ინსულტის რისკს წარმოდგენენ. მაგნიუმი უნივერსალია და მისი ნაკლებობა უამრავ ცნობილ დაავადება ს იწვევს. მაგრამ მისი მეტობა მძიმე ინტოქსიკაციის სახეა. რომლის დროსაც ყველა ორგანო თანდათან ზიანდება.
გუდპასჩერის უმძიმესი სინდრომის დროს, ყველაზე ხშირი მიზეზი მძიმე მეტალებია. სასიკვდილო პროგნოზის მქონე ყველა დაავადების მიზეზებში——– წამყვანი, მძიმე მეტალები და ტოქსინებია.
დიოქსინი——-სწრაფად აქვეითებს იმუნიტეტს, გამოუსწორებლად აზიანებს ჰორმონებს; არღვევს რეპროდუქცულ უნარებს , აქრობს შობადობის შანსს; იწვევს ძალიან ხშირად—– პროსტატის კიბოს და ქალური ორგანოების კიბოებს. ყველაზე ხშირად მიიღება უხარისხო პროდუქტებისგან. ადრე გესაუბრეთ ქართული არასწორი ტრადიციის შესახებ——– ახალი წლის წინა პერიოდში—- ღორის უმოძრაოდ ჩაგდება მოკლე დისტანციაზე, სწრაფად გასასუქებლად. ასეთი ხორცის ჭამა არის, ყველაზე მოკლე გზა სხვადასხვა დაავადების და კიბოს დასამართებლად. ამ დროს დიოქსინის ბუმია ცხოველის ორგანზმში. დიოქსინი არის ლიდერი, გარემოს დამჭუჭყიანებელ ქიმიკატთა შორის. ის ანადგურებს ადამიანების ჯანმრთელობას. ყოველდღე ვსუნთქვათ მას ——დაუცლელი სანაგვეებიდან, ტყის ხანძრებიდან, კოცონებიდან ,პლასტიკატებიდან, ცელოფნებიდან, ტექნიკური მასლებიდან, რეზინისგან და სხვა . უყვარს ადამიანის ორგანიზმში ცხოვრება. მისი მავნეობის შედეგია—————- ბევრი ტიპის კანის გამონაყარი, რომელიც დეტოქსიკაციის ნაცვლად, ჩვენში ხშირად, მალამოებით უკანვე ბრუნდება და ანტიჰისტამინურების უმწეო გამოცდაა. შედეგად ზიანდება ღვიძლი და სხვა ორგანოები. განსაკუთრებით ,ფარისებრი. ჩიყვების ბუმში მას დიდი როლი აქვს. მას ბევრს ისუნთქვათ დამწვარი პლასტმასიდან, მწერების აეროზოლებდან . სტატისტიკურად, კანის ყველაზე მეტ დაავადებებს დიოქსინები იწვევენ.
ქრონიკული ეგზემის ზოგი ფორმა, ხშირად მხოლოდ , ღვიძლის დიოქსინემიის ფონზე ჭარბი პარაზიტებია. მას ჭარბად ისუნთქვათ ასევე ——- ტყის ხანძრებიდან, აფეთქებებიდან, დიდი ფეიერვერკებიდან და საახალწლო ასაფეთქებლებიდან. ორგანიზმიდან გამოსვლა არ უყვართ. მათი წვის დროს მიიღება ბევრი ბრომი და ქლორი. გროვდებიან და არ ი შლებიან. ადმიანი ვერ გრძნობს. დიოქსინები, ორგანიზმში ააქტურებენ მძიმე მეტალებს და მათი მოქმედების შედეგებს აათმაგებენ . მათი, საკვებში განსაზღვრის მეთ ოდები მედიცინისთვის კარგად ცნობილია. მაგრამ, ჩვენთან ამის არც სურვილია და არც შესაბამისი დაწესებულება. ახალი წლების დღეებში ბევრი ბავშვი და ზრდასრულიც ხვდება კლინიკებში კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით. სადაც წამყვანი მიზეზი, ღვიძლის, დიოქსინის კვამლით დაზიანებაა .ის, ორგანიზმის სწრაფად დამზიანებელი სინთეზური ტოქსინია .
ანადუღარი წყალი მეორეჯერ არ გააცხელოთ. რამდენჯერაც გაცხელებთ იგივე წყალს, ბრომი და ქლორი უფრო მეტად წამლავს ადამიანს. აქერცლილი კანი ყოველთვის ვიტამინური პრობლემაა, მაგრამ ვიტამინური მოშლის საფუძველი ,ხშირად, დიოქსინით დაზიანებაა. ონკანიდან აღებული წყალი ყავის ან რამეს მომზადებამდე , სამი საათი მაინც უნდა გააჩერო, ადუღებამდე, რომ ეს ტოქსინები ნაწილობრივ მაინც გამოვიდნენ ჰაერზე და წყალი გაიწმინდოს. დიოქსინი , კიბოს ცნობილი მაპროვოცირებელია .ნუ გაჩერდებით ბენზინგასამართ სადგურებთან . პათოლოგიური ქლორი ყველაზე მეტია——არასუფთა წყალში, ზეთში ჩაწყობილი თევზში , არანატურალური ქათმის კვერცხში, სასუქიანი ბოსტნეულის ძირხვენებში . შემოდგომაზე ადამიანებს აქვთ ტრადიცია —-ეზოში ფოთლების მოგროვების და დაწვის . ფოთლები ყველაზე მეტად ისრუტავენ მძიმე მეტალებს და გამონაბოლქვებს. ხოლო როცა იწვიან ჭარბად გამოყოფენ მათ. ნუ დაწვავთ ფოთლებს. ის ნეშომპალაა და ბუნების სიმდიდრეა. ხის ძირებთან მოაგროვეთ ,მათ კვებას გააძლიერებს. პირველივე ქარში მძიმე მეტალები გაიფანტება. პლასტმასის კონტეინერები საკვების შესანახად არ გამოიყენოთ. თაბრუხვევების მიზეზებში, დიოქსინების მიერ მოწამლული ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი ლიდერობენ. თანამედროვე მედიცინა მას ქიმურ შიდსს უწოდებს . ნიღაბი ჩანთით ატარეთ და გაიკეთეთ, როცა ნამწვავების არეალში გაივლით . შეშუპებები და კუნთური სისუსტეები ხშირია დიქსინების მიზეზით . იმუნიტეტს დიოქსინებივით არაფერი არ აკნინებს. ქალების უნაყოფობის და ბავშვების განვითარების შეფერხების მიზეზია. ქლორიანი საცურაო აუზების შემდეგ შხაპი არ დაგავიწყდეთ . ქლორიანი აუზის გამოყენების შემდეგ ბევრი სითხე მიიღეთ. ქლორზე ხშირად ვსაუბრობ. მისი ზ ედა ზღვარიც საგანგაშოა და ბევრი დაავადების სიგნალია. მაგალითად , მიუხედავად თავისი წამყვანი , სპეციფიკური მექანიზმებისა——პოდაგრა ან ტინიტუსი ან შაკიკი ან დიზბაქტერიოზი ———არ არსებობს ქლორის ცვლის დარღვევის გარეშე.
ანტიდოტი ყველა ტოქსინს არა აქვს. მითუმეტეს არა ა ქვს მძიმე მეტალებს და თავისუფალ რადიკალებს. მაგრამ ,ზოგ შხამს როცა აქვს ,ის არის შხამის გამრავლების ტემპის, მხოლოდ, დროებითი შემჩერებელი. მძიმე მეტალები , ტოქსინები და თავისუფალი რადიკალები არასოდეს ლოკალიზდებიან ფიზიოლოგურად ნორმულ ორგანიზმებში . მათი გაწოვა, მხოლოდ, დაზიანებული ბიოქიმური რეაქციების თანდათან დალაგებით მოხდება. ორგანიზმის ადექვატური ბიოქიმური ციკლი ნიშნავს, რომ იქ ტოქსინი ან თავისუფალი რადიკალი ადგილს ვერ დაიმკვიდრებს.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share