“მიზანი არის შანტაჟი, მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი” – კობახიძე უკრაინაზე და სანქციებზე

“გახსოვთ თქვენ უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და იგივე უწყება, ზუსტად იგივე უწყება, აშანტაჟებს ქვეყანას პრაქტიკულად სანქციებით. მიზანი ეს არის. იქ არის მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით ამას რა რიტორიკა უძღოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან აქ მეორე ფრონტი. ანუ რასაც გვეუბნებიან პირდაპირი გზით და სიტყვებით, ახლა იმას ცდილობენ შანტაჟის გზით. რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა.

მე მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი მცდელობა იყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავის წერილში, რომ შანტაჟით ეიძულებინათ, რომ ის დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში და ეხლა პირდაპირი ღია მცდელობა რაც იყო კულისებს მიღმა, ის გამოიტანეს კულისებიდან გარეთ.

რა თქმა უნდა, ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. როგორი შანტაჟიც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერავინ ვერ ჩართავს ომში და ვერავინ ვერ აიძულებს საქართველოს, რომ გახსნას დამანგრეველი მეორე ფრონტი, ეს არის გამორიცხული…მიზანი არის არა დასჯა, მიზანი არის შანტაჟი, მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი…

უშიშროების საბჭოს ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს და რა თქმა უნდა, მის მიერ არის გამოცემული ეს ბრძანება, ისევე როგორც თავის დროზე ელჩის გაწვევის ბრძანება. ლოგიკა არის ის, რომ ეს არის შანტაჟი. მათ სჭირდებათ ბერკეტი, იმისათვის, რომ საქართველო ჩართონ მეორე ფრონტში, ამისათვის სჭირდებათ არა დასჯა, არამედ შანტაჟი. სწორედ, ამ ლოგიკით მოხვდა ამ სიაში არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი ოჯახის წევრების შეყვანა.”

– თქვა “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაზე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share