ყველა სახელი უკვე ჩაბარებულია – საკანონმდებლო ორგანოში ომბუდსმენობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები გაიმართება

ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის კანცელარიაში სახალხო დამცველობის ყველა იმ კანდიდატის სახელი ჩააბარეს ოფიციალურად, რომელსაც მხარს უჭერენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს მხარი დაუჭირა ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც”. ახლა ყველა საკომიტეტო მოსმენების მოლოდინშია, სადაც თითოეული კანდიდატებს გაესაუბრებიან და კითხვებს დაუსვამენ.

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2017 წელს შეგნებულად დაუთმო ომბუდსმენის ინსტიტუტი ,,ნაცმოძრაობას”, მომავალში კი ამ დათმობაზე არ წავა.

ირაკლი კობახიძეს დღეს ,,ნაციონალურ მოძრაობაში” უპასუხეს.

განცხადება, თითქოს სახალხო დამცველი მისცეს ,,ნაციონალურ მოძრაობას”, არის დემაგოგია და ტყუილი, რადგან ნინო ლომჯარია იყო დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share