ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში მიდის.
იურისტები პირდაპირ ამბობენ რომ ამ განაჩენით მოსამართლემ ხელი ფემიციდს მოაწერა და ქალზე ძალადობა წაახალისა.
ადვოკატ თამუნა გაბოძეს თქმით, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილება იყო მსხვერპლის, ნელი დოროყაშვილის პირდაპირი დადანაშაულება და გაკრიტიკება.
“ეს იყო პირდაპირ მსხვერპლის დადანაშაულება და გაკრიტიკება. აბსოლუტურად არასწორი, უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება ზემდგომ სასამართლოებში ბრალდების მხარის მხრიდან და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ინსტანციაში ნელი დოროყაშვილის ინტერესების დაცვას”. – ამბობს ადვოკატი.