თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დროებითი შეფერხება იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების მეტროში მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა.
„საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამიტომ მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
სულ ცოტა ხნის წინ მეტრო ჩართო და უკვე მუშაობს.