ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე თექვსმეტი მედალი მოიპოვეს

20, 21, 22 oქტომბერს ქ. ბათუმში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში, 2010 – 2011 – 2012 წწ დაბადებულთა შორის გელა ჯანელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილეობა ქვეყნის ყველა რეგიონის მოჭიდავეებმა მიიღეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა კი  ამჯერადაც წარმატებით იასპარეზეს და მედლებით დაბრუნდნენ.
 ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ექვსი ბრინჯაო , ოზურგეთელი მოჭიდავეები შინ თექვსმეტი მედლით დაბრუნდნენ.
 I ადგილი
დავით ცინარიძე – 23კგ.
გიორგი ჩხიკვაძე – 29 კგ
გეგა გირკელიძე – 32 კგ
ნიკოლოზ კუტუბიძე – 42 კგ
საბა ჩხეიძე – 60 კგ
ნიკოლოზ ჯოგლიძე 85 კგ
 II ადგილი
გიორგი მათითაშვილი – 32 კგ.
გაბრიელ თავბერიძე – 38 კგ
გიორგი კვერღელიძე – 55 კგ
საბა ტაკიძე – 85 კგ
 III ადგილი
ნიკოლოზ კილაძე – 32 კგ
დავით მატკავა – 35 კგ
ერეკლე მაჭარაშვილი – 38 კგ
გიორგი მდინარაძე – 42 კგ
დათა ქილიფთარი – 46 კგ
საბა ვაშალომიძე – 55 კგ
 გუნდი ასპარეზობისთვის მწვრთნელებმა : ვლადიმერ და ირაკლი ზურაბიანებმა, კობა ბალავინოვმა, კახაბერ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ, ლაშა ქადეიშვილმა , გურამ და დავით მაჭარაშვილებმა მოამზადეს.
შეიძლება იყოს 7 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share