სააპელაციო სასამართლოში დღეს ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი გაიმართება

სააპელაციო სასამართლოში დღეს, 24 ოქტომბერს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

მხარეები სხდომას რეპლიკისთვის გამოიყენებენ. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, მეორე ინსტანციამ ვერდიქტი დღესვე გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ამ მუხლით პატიმრობა არავისთვის აქვთ მისჯილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share