აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთის ერთობლივი საგანგებო განცხადება რუსეთზე

აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებით ქვეყნები რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც უკრაინა თავის ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად ემზადება.

 

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მესიჯი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს ადრე, თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს მისი თხოვნით. ჩვენმა ქვეყნებმა ნათლად განაცხადეს, რომ ჩვენ ყველანი უარვყოფთ რუსეთის გამჭვირვალე ცრუ განცხადებებს, რომ უკრაინა ემზადება „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად მის ტერიტორიაზე. მსოფლიო დაინახავს ამ ბრალდების ესკალაციის საბაბად გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ნებისმიერ საბაბს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share