“თბილისის მერია, გააუქმეთ აუზებში ეს ტუმბოები და მიეცით ბავშვებს საშუალება ზაფხულში უსაფრთხოდ იჭყუმპალაონ აუზებში”- ირაკლი ჟვანია

მოქანდაკე და ურბანისტი, ირაკლი ჟვანია თბილისის მერიას შადრევნებში არსებული ტუმბოების გაუქმებისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ დაუშვებელია ახალი ტუმბოების ჩადგმა იმ აუზებში, სადაც ზაფხულში ბავშვები თამაშობენ.

„ისტორიული ფორმით ვაკის კასკადზე წყალი მოდიოდა თვითდინებით და მასში დენი არსად არ შედიოდა. ახალი ვარიანტით მოიფიქრეს კასკადის ყველა აუზში ორი ტუმბოს ჩადგმა-დამატება, ისტორიული გვერდითა ჭავლების იერსახის აღდგენის მიზეზით.

დაუშვებელია ახალი ტუმბოების ჩადგმა იმ აუზებში, სადაც ზაფხულში ბავშვები თამაშობენ. სადაც ადამიანი წყალში დგას წელამდე, იქ 220 ვატი დაუშვებელია მიუხედავად, დაცვების თუ თავის დაზღვევის. რაიმე რომ მოხდეს, მერე ამის შემსრულებლები იტყვიან რომ რელე გამოირთო ან სადენი არ ვარგოდა, მაგრამ გვიან იქნება…

თბილისის მერია, გააუქმეთ აუზებში ეს ტუმბოები და მიეცით ბავშვებს საშუალება ზაფხულში უსაფრთხოდ იჭყუმპალაონ კასკადის აუზებში. ეს აუცილებელია. მერე არ თქვათ რომ არ იცოდით მოსალოდნელი საფრთხის შესახებ“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share