“ორმოცდაერთს გადავახტი” – მანუჩარ კვირკველია იუბილარია

“ორმოცდაერთს გადავახტი” ასე პასუხობდა დღეს მანუჩარ კვირკველია მის დაბადების დღესთან დაკავშირებით მეგობრებისაგან მიღებულ მილოცვებს

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი გურიაში მანუჩარ კვირკველია დღეს 42 წლის გახდა და ამ იუბილეს მისი ოზურგეთში მხარდამჭერების შტაბის პრეზენტაცია დაემთხვა

 

ღონისძიებას ქალაქ ოზურგეთის ცენტრში ათეულობით მისი მხარდამჭერი დაესწრო როგორც ოზურგეთიდან ასევე გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და თბილისიდან

ღონისძიება მანუჩარ კვირკველიას საარჩევნო კამპანიის ერთ ერთ ხელმძღვანელს ირაკლი ღლონტს მიყავდა, დასასრულს კვირკველიამ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს მილოცვისა და შტაბის პრეზენტაციაზე დასწრების გამო.

მანუჩარ კვირკველია – 41-ს გადავახტი და მაგაზე  ვამბობდი ეხლა. განწყობა  საუკეთესოა,  ძალიან ბევრი ადამიანი  მილოცავს დაბადების დღეს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას როგორც მოლოცვისთვის. ისე აქ მობრძანებისათვის.

ჩემი მხარდამჭერთა შტაბის გახსნის მიზანი ის იყო, რომ ყველა ადამიანი  მოსულიყო  და მხარი დაეჭირა ჩემთვის და მაქსიმალურად  კომფორტულად და მაქსიმალურად გახსნილად ეგრძნოთ თავი.   ყველა ადამიანის პრობლემები მინდა გავიგო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ  ჩემი გამარჯვება, ყველა გურიაში მცხოვრები ადამიანის და ამომრჩევლის  გამარჯვებაც იქნება.

ირაკლი ღლონტი: “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” ერთერთი ლიდერი –

გურიის ოლქისთვის ყველა ნამდვილი ოპოზიციური  პარტია, მისი ლიდერები, შევთანხმდით, რომ შეგვერჩია ყველაზე საინტერესო და ყველზე  სასურველი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მანუჩარ კვირკველია  ჩემპიონია,  ოლიმპიურ ჩემპონი, რომელსაც სრულ ნდობას და მხარდაჭერას უცხადებს ყველა პოლიტიკური პარტია, და რაც ყველაზე მთავარია გურული ხალხის არჩევანი კეთდება ოლიმპიურე ჩემპიონზე, კაცზე რომელმაც  ყველა შეჯიბრში გამარჯვებას მიაღწია და მჯერა, რომ გურიაში  იქნება გამარჯვებული და 31 ოქტომბრის შემდეგ მანუჩარ კვირკველია სრულფასოვნად წარმოადგენს გურული ხალხის ინტერესებს საქართველოს პარლამენტში, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, მოვიდეს 31 ოქტომბერს არჩევნებზე დაშემოხაზოს ნომერი 5″

მანუჩარ კვირკველიას მხარდამჭერთა შტაბის პრეზენტაციიდან პირდაპირი ჩართვა შეგიძლიათ იხილოთ „გურიის მოამბეს“ ფეისბუკ გვერდზე;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share