უამინდობამ და გადაუღებელმა წვიმებმა ბათუმში პრობლემები შექმნა. გზები დატბორილია, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, დატბორვა სანიაღვრე ჭების გადავსებამ გამოიწვია, რაც უკავშირდება მოულოდნელად მოსულ.უხვ ნალექს.
“მუშაობენ ადგილზე ბრიგადები, იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამავალი არხები,” – აღნიშნეს “ბათუმის წყლის” პრესცენტრში.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობა არ დატბორილა.