“თუ შინაგანად დამახინჯებული ხართ, მაშინ შვილებსაც ამახინჯებთ”

თქვენ გასცემთ მხოლოდ იმას, რაც გაქვთ. მუდამ იმას იძლევით რაც თქვენშია. თუ შიგნით მკვდარი ხართ, ვერ შეძლებთ სიცოცხლეს უშველოთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ თქვენ მოკლავთ! იცით, თუ არ იცით ეს, არაა მნიშვნელოვანი. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ რომ სხვებს ეხმარებით გადარჩენაში, მაგრამ თქვენ კლავთ მას!

დიდ ფსიქოანალიტიკოსს ვილჰემ რეიხს რომელიც ბავშვებს და მათ პრობლემებს სწავლობდა, ერთხელ ჰკითხეს:

-ყველაზე მეტად რა ვნებთ ბავშვებს? თქვენი აზრით საიდან მომდინარეობს მათი უბედურებები, პრობლემები, ნორმისგან გადახრა?

– დედებისგან , – თქვა მან.

არცერთი დედა ამას არ დაეთანხმება, რადგან თითოეული თვლის რომ ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე ეხმარება საკუთარ შვილს. ის ბავშვისთვის ცხოვრობს და კვდება.

ფსიქოანალიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ პრობლემა დედებია. ისინი შეუგნებლად კლავენ, ასახიჩრებენ. „შეგნებულად“ კი თვლიან, რომ უყვართ შვილები.

თუ შინაგანად დამახინჯებული ხართ, მაშინ შვილებსაც ამახინჯებთ. არ შეგიძლიათ სხვა რამ აკეთოთ და ამას არაფერი ეშველება. რადგან თქვენ ამას ხაპავთ თქვენი არსებობიდან – გაცემის სხვა საშუალება არ არსებობს.

ოშო

ცარიელი ნავი

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share