“საერთოდ, რაში გვჭირდება პრეზიდენტი? – შედი, ქალო, ბუტკაშიო და მარტო თვითონ დასხნენ სუფრასთან, კაცები”-ინგა გრიგოლია

შეწყალების უფლება მაინც გამოიყენე, ქალბატონო პრეზიდენტო და ოპოზიციური არხის დირექტორი მაინც გამოუშვი, თორემ შენი არსებობა ხელისუფლებასაც რომ ავიწყდება, ხომ ხედავ! – ასე მიმართავს ტვ “პირველის” გადაცემა “რეაქციის” ავტორი”, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და აზრბაიჯანის პრეზიდენთან დაკავშირებით გამართული ვახშმის ფოტოს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მიწვეული არ ყოფილა.

“ძაან კარგი ,თუ დაუმალეს სალომეს ალიევის ვიზიტი. საერთოდ, რაში გვჭირდება პრეზიდენტი? რა ფუნქცია აქვს რო? შედი, ქალო, ბუტკაშიო და მარტო თვითონ დასხნენ სუფრასთან, კაცები. P.s- შეწყალების უფლება მაინც გამოიყენე, ქალბატონო პრეზიდენტო და ოპოზიციური არხის დირექტორი მაინც გამოუშვი, თორემ შენი არსებობა ხელისუფლებასაც რომ ავიწყდება, ხომ ხედავ!” – წერს ინგა გრიგოლია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.

“საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს”_ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share