პარალმენტი, ამ წუთებში, დაპირისპირების ეპიცენტრია. ვითარება გარემოს დაცვის კომიტეტზე უკიდურესად დაიძაბა, სადაც ცხოველთა თავშესაფრებთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავენ.
სხდომაზე კომიტეტის ხელმძღვანელის მაია ბითაძის კანონპროექტის პრეზენტაცია დაიწყო, თუმცა მისმა შინაარსმა შეხვედრის მონაწილეთა უკმაყოფილება გამოიწვია.
ცვლილება ადგენს იმას, თუ სად არ შეიძლება ცხოველის მიკედლება. დამსწრეთა განმარტებით, პრაქტიკულად აღარ რჩება ადგილი, რომელიც ჩამონათვალში არ არის და სადაც ცხოველის მიკედლება დაშვებული იქნება.
ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ დარბზში მანდატურის სამსახურია მობილზიებული.
აღსანიშნავია, რომ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, დოკუმენტს მალავენ და არაოფიცილაური ინფორმაციით, გაცილებით მეტი ცხოველის მოკვდინება იგეგმება.
დოკუმენტი აქამდეც დამალეს, ადგილზეც არ გადმოგვცეს და ორი სხვადასხვა ვერსია გააჟღერეს ამასთან დაკავშირებით. კალაძის მოადგილემ, ვინმე მაია ბითაძემ დაიწყო რაღაც ტყუილით შეხვედრა იმის თაობაზე, რომ დოკუმენტს არავინ გვიმალავდა და დაასრულა იმით, რომ ჩვენ დოკუმენტს არავინ არ მოგვცემდა. ის, რომ დოკუმენტს მალავენ, უკვე ადასტურებს რა თქმა უნდა, რომ მას აქვს ბევრი პრობლემა. ამ პრობლემებზე რა ინფორმაცია გვაქვს ჩვენ არაოფიციალური წყაროდან, არის ის, რომ საუბარია იმაზე, რომ უნდათ გაცილებით მეტი ცხოველის მოკვდინება, იმის ნაცვლად, რომ მასზე მოხდეს ზედამხედველობა და შენახვა“. – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
newposts.ge