“გამოდიან არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა მერე, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი იყო. ვინმემ მოიხადა ბოდიში?” – ამბობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმეორედ არჩეული ლევან მურუსიძე, რომელიც ამ სტატუსის მეორედ მინიჭების შემდეგ, საბჭოს სხდომას დღეს პირველად დაესწრო.
“მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ?! როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას. რასაც მე გეუბნებით, ის მოისმინეთ და უფრო წინ იქნება არასამთავრობოების საქმეს, სხვათა შორის, ჭორებზე რომ აგებენ რაღაც სიტუაციებს. გამოდიან არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა მერე, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ეს არის უპასუხისმგებლო, არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები პირდაპირ” – ამბობს მურუსიძე
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე წევრად დიმიტრი გვირტიშვილთან ერთად 23 ოქტომბერს აირჩია. საბჭომ ერთ კანდიდატად დიმიტრი გვირტიშვილი წარადგინა, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი თავი თავად დაასახელა.