ღვაწლმოსილი ოზურგეთელი პედაგოგები საზეიმოდ გააცილეს

ღვაწლმოსილი ოზურგეთელი პედაგოგები საზეიმოდ გააცილეს.
 დღეს, ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის დამსახურებული 11 პედაგოგი საზეიმოდ გააცილეს. მათ პატივსაცემად სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ღონისძიებას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად დაესწრო.
მერმა პედაგოგებს სიტყვით მიმართა და საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენს ძვირფას და საამაყო მასწავლებლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წარმატებაში. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურნენ განათლების სფეროს და არაერთი თაობა აღზარდეს. მადლობას გიხდით ოზურგეთის სახელით! ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share