ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგების სკოლიდან გაცილების საღამო გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე 11 დამსახურებულ პედაგოგს სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა და მოსაწავლეებმა მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.