ქართველები ქვეყნიდან გარბიან, მათ ადგილს კი რუსეთის მოქალაქეები იკავებენ – საგანგაშო სტატისტიკა

შსს-მ აღიარა, რომ საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საცხოვრებელად რუსეთის 113 ათასამდე მოქალაქე გადმოვიდა.

პარლამენტისთვის გაგზავნილ ოფიცილურ მონაცემებში ვახტანგ გომელაური წერს, რომ შემოსული რუსებიდან 112 ათას 773 აქ დარჩა და არ წასულა.

ამას ემატება დაახლოებით 13 ათაზე მეტი ბელორუსის მოქალაქე. ჯამში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში საცოხვრებლად ხუთჯერ მეტი რუსი გადმოვიდა ვიდრე უკრაინელი დევნილი.

დღეს რუსეთს მოქალაქეები „პირველებს“ არ უმალავდნენ, რომ აქ არა დროებით, არამედ დიდი ხნით დასარჩენად ჩამოვიდნენ.

ყოველი მეათე რუსეთს მოქალაქე საქართველოში ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირდა, ნაწილმა მუშაობა ქართლ კომაპნიებში დაიწყო. ისედაც მცირე სამუშაო ადგილებს საქართველოს მოქალაქეები ახლა უკვე რუსეთის მოქლაქეებს უყოფენ.

საქართველოში ყოფნის ლეგალულრი ვადა ნაწილს თებერვლის ბოლოს ამოეწურებ,ა ამიტომ ახლა ეძებენ გზებს, როგორ მოპოვონ ბინადრობის უფლება ან მოქალაქეობა ფიქტიური ქორწინებით.

ცხრა თვეში ქვეყანაში 112 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე გაჩნდა. ეს ოპოზიციისთვის ნელი მოქმედების ნაღმია. მათი თქმით, არავინ იცის როდის და რა მიზნებითვის გამოიყენებს პუტინი რუსეთის მოქალაქეებს.

საქართველოს ხელიუფლება კი სავიზო რეჟიმის შემოღებაზე ხმასაც არ იღებს, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უკვე გაამკაცრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share