სატანისტურ დასავლეთს ჩვენი ქვეყნის ნაწილებად დაშლა და ჭუჭყში გათელვა უნდა – კადიროვი

დასავლეთში სატანიზმი ღიად მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ – წერს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი Telegram-ზე.

“არ მესმის მათი, ვინც ვერ ხედავს აშკარას – მათ [დასავლეთს] უნდათ ჩვენი სამშობლოს ნაწილებად გატეხვა, დამცირება, ჭუჭყში გათელვა ჩვენი სარწმუნოების და კულტურის, რომ არ გვქონდეს იდენტურობა და არც ერთი ოჯახური ღირებულება.

სიტყვა სატანიზმს რატომღაც ვიყენებ. მართლაც, იქ, დასავლეთში, სატანიზმი ღიად მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ. სატანისტური დემოკრატიაა, როცა ათეისტების უფლებები დაცულია, მაგრამ მორწმუნეები შეურაცხყოფილი არიან” ,- წერს კადიროვი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share