კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას Twitter-ზე ეხმაურება.
„იან კელი დიპლომატიური უნარებით რომ არ გამოირჩევა, ამაზე მისი აშშ-ის ელჩად ნამოღვაწარი მოწმობს, მისი განცხადებები – აშშ-ში არსებულ ღრმა პოლიტიკურ კრიზისს. ნედ პრაისის უდიერი პასუხები კი – „მთავარის“ კითხვაზე, რომელიც ეჭვგარეშე წინასწარ იყო შეთანხმებული – სისტემურ უკუსვლას“, – წერს გოგა ხაინდრავა.
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტს Twitter-ზე შემდეგი ტექსტით გამოეხმაურა: „ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან?“. სწორედ მის ამ განცხადებას პასუხობს კინორეჟისორი.