“ამხანაგო ქართველებო, ნამდვილად ისწავლეთ სამხედრო საქმე, მოვალთ, შეგამოწმებთ…(„Товарищи грузины, учитесь военному делу настоящим образом!!! Приедем – проверим!!! 71 Гв. МСП“)”-ზუსტად 14 წლის წინ რუსი ოკუპანტების გაკეთებული ეს წარწერა დღემდე ცუდად მოსაგონარი იყო

„Товарищи грузины, учитесь военному делу настоящим образом!!! Приедем – проверим!!! 71 Гв. МСП“, – ასეთი სიტყვები აგვისტოს ომის შემდგომ გორის რაიონში ერთ-ერთი ქართული სამხედრო ნაწილის ეზოს კედელზე დაწერეს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო საჯარისო არმიის 71-ე გვარდიული მოტომსროლელი პოლკის სამხედროებმა დროებით ოკუპირებული ამ ადგილის დატოვების წინ.

ზუსტად 14 წლის წინ რუსი ოკუპანტების გაკეთებული ეს წარწერა დღემდე ცუდად მოსაგონარი იყო, რადგან გამარჯვებული მომხვდური დაგვცინოდა.

მაგრამ დღეს შეიძლება ითქვას: სად ხარ რუსების 71-ე პოლკო, ერთი ჩამოდი, შეგვამოწმე! არა იმიტომ, რომ ამ პერიოდში ქართულმა არმიამ „ნამდვილად“ უმაღლეს დონეზე შეისწავლა სამხედრო საქმე და მსოფლიოში მისი მომრევი არავინ დარჩა, არამედ თავად ისინი, ვინც მედიდურად რაღაცას „გვირჩევდნენ“ და საკონტროლო „შემოწმებას“ გვპირდებოდნენ, თითქმის აღარ არსებობენ – ჩეჩნეთის ხანკალაში დისლოცირებულ რუსულ 71-ე მოტომსროლელ პოლკს დიდი საბრძოლო დანაკარგი აქვს უკრაინასთან რვათვიან ომში და თავად მოუწევს ნამდვილად შეისწავლოს სამხედრო საქმე, სანამ მთლიანად არ ამომწყდარა.

kvirispalitra.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share