საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რელიგიურ ნიადაგზე ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა.
“მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება. საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით. ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას”, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჩოხატაურში მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც ჩოხატაურის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თანასოფლელები შეთანხმდნენ, რომ “ერთი თემიც და მეორე თემიც ჩვეულებრივად გააგრძელებს ლოცვას”.
მსგავსი სტატიები
- 98
"ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა... საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა - გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა…
- 97
ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა “ახალ თაობასთან” ისაუბრა.ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს. იმიტომ, რომ ზუსტად მისი კანტორა იყო და პირადად ის ერთ-ერთი, ვინც ყველაფერ აკეთებდა, რომ…
- 97
ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება კადრები, რომელიც საკუთარი თვალით ვიხილე გუშინ ბუკნარში: მას შემდეგ, რაც მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისაკენ სირბილით წავიდნენ - სადაც ადგილობრივი ქრისტიანები იყვნენ შეკრებილნი - მე პოლიციის კორდონის უკან ვიდექი და შესაბამისად, სოფლის ცენტრისკენ სირბილით მიმავალი დემონსტრანტების თავში მოვექეცი - რაც შემეძლო მივრბოდი,…
- 97
ბიძინა ივანიშვილის მორიგი ხმაურიანი გადაწყვეტილება - "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ საქართველოში არსებული საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადასცეს. საუბარია საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის, დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის აქტივებზე. ჩამონათვალთა შორის, რომელიც ფონდს გადაეცა, არის 30-მდე ობიექტი - მათ შორის სასტუმრო "პარაგრაფი", შპს თბილისი სითი, სოლოლაკის ბიზნესცენტრი, "თაბორი რიზორთსი",…