საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩოხატაურის ყოფილ კინოს სახლს ეწვია.
შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში მის გარკვეულ ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ფასადი სრულად შენარჩუნდა ავთენტური სახით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს მოწყობის სამუშაოები.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მინისტრმა კინოს სახლის სამომავლო პერსპექტივები განიხილა.