„საარჩევნოდ გაერთიანება არ გამოვა“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების ერთობაში შესვლას არ გეგმავს.

„თუ ჩვენ არჩევნების მოსაპოვებელ პროცესში არ შევდივართ და ოთხპარტიულ ან ხუთპარტიულ ერთობაში უნდა ჩავიკეტოთ, მაშინ საარჩევნო გაერთიანება არ გამოვა, ცალსახად არ გამოვა. ერთიანი საარჩევნო სია მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს, ეს შეგვიძლია განვიხილოთ. ჩვენ შედეგზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ და არ უნდა გვქონდეს პროცესი პროცესისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share