დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა გონგაძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.

პანდემიის გამო სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, ტრადიციულად თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან 12:00 საათზე სახელმწიფო დროშები გადმოიფინება. ღონისძიებაში მონაწილეობას საკრებულოს წევრები მიიღებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share