ოზურგეთელმა ლაშა ჭეფხოძემ საერთაშორისო ტურნირზე ოქრო მოიპოვა

საერთაშორისო ტურნირიდან ლაშა ჭეფხოძემ ოქრო წამოიღო!
 24 – 26 ოქტომბერს ქ. ერევანში ტაილანდურ კრივში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში ოთხი ქვეყნის ორასზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრებიდან ცხრა სპ ორსტმენი იყო წარდგენილი. მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული კიკბოქსინგის სექციის მწვრთნელი, ამავდროულად მოქმედი სპორტსმენი და საქართველის ნაკრების წევრი, ლაშა ჭეფხოძე, რომელმაც 63.5 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა. ლაშამ სამი შეხვედრა ჩაატარა და დამსახურებული პირველი ადგილი აიღო.
ჯამში კი საქართველოს ნაკრები სამშობლოში ექვსი ოქროთ, ერთი ვერცხლით და ორი ბრინჯაოთ დაბრუნდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share