“ნიკა გვარამიას თუ აპატიმრებთ, რატომ არ აპატიმრებთ სხვას ამ მთავრობიდან? არის თუ არა აქ შერჩევითი სამართალი?” – ამის შესახებ ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე Facebook-ზე წერს და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოლიტიკურ პატიმრობას ეხმაურება.
”საქართველოს ევროკავშირში მისაღები 12 პუნქტიდან მთავარია პუნქტი მედიის თავისუფლებაზე, რომელსაც ეს უუნარო მთავრობა ძირს უთხრის. მედიის თავისუფლება დაირღვა მაშინ, როცა კრიტიკული მედიის აქტიური წარმომადგენელი ნიკა გვარამია დააპატიმრეს. დიახ დააპატიმრეს იმ საქმმეზე, რასაც ამ ვაი მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი ყოველ დღე აკეთებს.
მთავრობის ხელმძღვანელები, პარლამენტარები, სამართალდამცავები, თუ სხვა რანგის მუშაკები ბიუჯეტის ხარჯზე დასეირნობენ სახელმწიფო მაქანებით, დადიან პრესტიჟულ ადგილებზე დასასვენებლად და არა მარტო თითონ დადიან თავისი ოჯახებით.
მთავრობას ვეკითხები, სხვა რა დანაშაული აქვს ნიკა გვარამიას? და მას თუ აპატიმრებთ, რატომ არ აპატიმრებთ სხვას ამ მთავრობიდან? პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ არის თუ არა აქ, ამ შემთხვევაში შერჩევითი სამართალი? გამეცით ამ კითხვებზე პასუხი კომპეტენტურმა პიროვნებებმა” – წერს ლამარა აბჟანდაძე.