დღეს დილიდან სოფელ ბუკნარში აქცია განახლდა. ადგილზე ძირითადად მუსლიმი თემის ახალგაზრდები შეიკრიბნენ.
როგორც მედიასთან აცხადებენ, არ ენდობიან იმ შენთანხმებას, რაც გუშინ ორივე მხარის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის შედგა.
ასევე ითხოვენ, თბილისიდან უფრო კონპეტენტური ადამიანი ჩაერთოს მოლაპარაკებებში და არა ადგილობრივი ხელისუფლება, თითო-თითო წარმომადგენელი, ეკლესიიდან, სასულიერო პირი და ასევე სანდო მუფტი მათი მხრიდან.
სანამ საბოლოოდ არ მოხდება ამ პრობლემის მოგვარება, ახალგაზრდები დაშლას არ აპირებენ და უფრო ფართომაშტაბიან აქციას აანონსებენ.
„თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული არ დავიშლებით, ჩვენი ძმები ჩამოვლენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უფრო ფართომაშტაბიან აქციას ვაანონსებთ“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში 12 იანვარს დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმი თემი, სოფელში მეჩეთის მოწყობას და ლოცვის უფლებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი მაღთლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
გუშინ გვიან შედგა შეხვედრა ორივე მხარის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, თითქოს კონფლიქტი უნდა ამოწურულიყო, თუმცა დღეს დილისდან აქცია ბუკნარში გრძელდება.
ნინე ულუმბელაშვილი
მსგავსი სტატიები
- 98
იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი, სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღის წინ, წერდა: “21 იანვარს, თითქმის 13 წლიანი პროცესის შემდეგ, ევროსასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II). ეს საქმე 2008 წლის 11 აგვისტოს დავიწყეთ რუსეთისათვის დროებითი ზომების დაკისრების მოთხოვნით. სრული საჩივარი შევიტანეთ 2009 წლის 6 თებერვალს.…
- 98
ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება კადრები, რომელიც საკუთარი თვალით ვიხილე გუშინ ბუკნარში: მას შემდეგ, რაც მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისაკენ სირბილით წავიდნენ - სადაც ადგილობრივი ქრისტიანები იყვნენ შეკრებილნი - მე პოლიციის კორდონის უკან ვიდექი და შესაბამისად, სოფლის ცენტრისკენ სირბილით მიმავალი დემონსტრანტების თავში მოვექეცი - რაც შემეძლო მივრბოდი,…
- 97
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "მთავარ არხზე", თამარ ბაღაშვილის საავტორო გადაცემაში "მთავარი დებატები", იმის დასამტკიცებლად, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თანხმდება 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შესახებ, იხსენებს თავისი მეგობრის მონაყოლს, ვისი 18 წლის შვილები მხოლოდ მას შემდეგ დადიან საპროტესტო აქციებზე, რაც არჩევნებზე ხმა მისცეს, მერე კი თავად დარწმუნდნენ, რომ მათი ხმები მოიპარეს. ჩემი…
- 97
“დღეს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია. ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, არც იმას რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს: “რაც…